ანტონ პლესნოი: მუხლიც რომ ჩამშლოდა, საქართველოსთვის მედალი უნდა მომეპოვებინა

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, რომელმაც კომენტარი გააკეთა:

"უღრმესი მადლობა საქართველოს, უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩემზე გული შესტკიოდა. ვეცადე მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. სამწუხაროდ, ტრავმამ პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება არ მომცა, რადგან 5 დღის წინ ტრავმა მივიღე, მაგრამ მადლობა ექიმებს, გიორგი ჭინჭარაულისა და ზურა კახაბრიშვილის დახმარებით შევძელი გამოსვლა და თუნდაც ამ კილოგრამების აწევა. ყველაფერი გავაკეთე, რათა საქართველოსთვის მედალი მომეპოვებინა. თავს სხვა რამის უფლებას არ მივცემდი.

დაე მუხლიც ჩამშლოდა, ყველაზე რთული ტრავმაც
რომ მიმეღო, საქართველოსთვის მედალი აუცილებლად უნდა მომეპოვებინა. მინდა ჩვენს ფედერაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო, ჩემს მწვრთნელებს, გიორგი ასანიძეს, რომლებიც ჩემში სულს დებენ, რომ საქართველოსთვის უმაღლესი შედეგი მოვიტანო.

შემდეგ ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ოქროს მედლის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
წაარმატებები და კიდევ უფრო მეტი მედალი მოგეპოვებინოს. მადლობა თავდადებისთვის
გიორგი
01 აგვისტო 2021 01:12
0
Კარგი კაცი ხარ შენ, პლესნოი, დასაფასებელი
Ემიგრანტი
01 აგვისტო 2021 00:49
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული