სხვადასხვაძალოსნობა

ანტონ პლესნოი: მუხლიც რომ ჩამშლოდა, საქართველოსთვის მედალი უნდა მომეპოვებინა

20:27/31-07-2021
+-

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, რომელმაც კომენტარი გააკეთა:

"უღრმესი მადლობა საქართველოს, უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩემზე გული შესტკიოდა. ვეცადე მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. სამწუხაროდ, ტრავმამ პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება არ მომცა, რადგან 5 დღის წინ ტრავმა მივიღე, მაგრამ მადლობა ექიმებს, გიორგი ჭინჭარაულისა და ზურა კახაბრიშვილის დახმარებით შევძელი გამოსვლა და თუნდაც ამ კილოგრამების აწევა. ყველაფერი გავაკეთე, რათა საქართველოსთვის მედალი მომეპოვებინა. თავს სხვა რამის უფლებას არ მივცემდი.

დაე მუხლიც ჩამშლოდა, ყველაზე რთული ტრავმაც რომ მიმეღო, საქართველოსთვის მედალი აუცილებლად უნდა მომეპოვებინა. მინდა ჩვენს ფედერაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო, ჩემს მწვრთნელებს, გიორგი ასანიძეს, რომლებიც ჩემში სულს დებენ, რომ საქართველოსთვის უმაღლესი შედეგი მოვიტანო.

შემდეგ ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ოქროს მედლის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებ".


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
12
Mako
(1)
/
Dislike(0)
დიდი მადლობა, ანტონ. შენი თავდადებისთვის, შენი სიტყვებისთვის! შენს მიერ მოპოვებული ბრინჯაო ოქროს მედლის ტოლფასია ! დიდი მადლობა! წარმატებები!
8:07:07 AM 8/2/2021
გამოხმაურება(0)
Mako
(1)
/
Dislike(0)
დიდი მადლობა, ანტონ. შენი თავდადებისთვის, შენი სიტყვებისთვის! შენს მიერ მოპოვებული ბრინჯაო ოქროს მედლის ტოლფასია ! დიდი მადლობა! წარმატებები!
6:26:59 AM 8/2/2021
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2