16:26 04-08-2021
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]
AutoSharing Option
ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).
რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ლაშა ტალახაძის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაც (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
შენ გენაცვალე!
ყველა მიყვარხართ