NBC: როდის ასწევს დიდი ქართველი ტალახაძე ნახევარ ტონას?

AutoSharing Option
ძალოსან ლაშა ტალახაძის ოლიმპიადაზე ტრიუმფს NBC გამოეხმაურა:

"ძალოსნობაში ტოკიოს ოლიმპიადის ბოლო შეჯიბრებაში, გიგანტების +109 კილოგრამ კატეგორიაში ორი მოლოდინი იყო.

პირველი - ვინ მოიპოვებდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს? პასუხი: ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ირანელი რეკორდსმენი ალი დავუდი და სირიელი მან ასაადი.

მეორე - რამდენ კილოგრამს ასწევს ქართველი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დასაცავად? პასუხი: ძალიან ბევრს.

ტალახაძემ შეჯიბრება ტოკიოში ატაცში 223 კილოგრამით, ხოლო აკვრაში რეკორდული 265 კილოგრამით დახურა, რაც ჯამში მსოფლიოს რეკორდია - 488 კგ.

ყოველი აწევისას დიდი ქ
ართველი ეჭვის საფუძველს თითქმის არ ტოვებდა, ის უბრალოდ ნომერი პირველი გახლდათ.

ამის შემდეგ ერთადერთი კითხვა რჩება: როდის დაძლევს 27 წლის სპორტსმენი 500-კილოგრამიან ზღვარს?"

მკითხველის კომენტარები / 12 /
- საამაყო ქართველი, ჩვენი ჰერაკლე ... არ არის საჭირო რეკორდები, ტრავმა არ ავიღოთ,მინიმუმ 4 - გზის ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გვყავდეს ქართველობას , ყოველივე მშვიდად,გააზრებით და ტრავმების გარეშე.
გლახუნა
02:29 05-08-2021
1
ნახევარ ტონას კი არა, "მთელ მსოფლიოს ასწევს ლაშა", მაგრამ დასამტკიცებლად ნამდვილად არ სჭირდება! ისედაც ვიცით, რა ღონის პატრონია. უბრალოდ ჯამრთელობას უნდა გაუფრთხილდეს. მადლობა ჩვენს ჰერაკლეს და მის ოჯახს, ასეთი კარგი შვილისთვის.
ლაშა! ღირსეულო მამულიშვილო და ქართველო! მადლობა!!!!!!!!!
08:49 05-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული