16:26 04-08-2021
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]
AutoSharing Option
ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).
რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ლაშა ტალახაძის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაც (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 31 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სტატიაში არ არის ნახსენები, რომ 255 კგ.-ით ოლიმპიური რეკორდი მოხსნა. უამრავი მოლოცვა ლაშას, ასანიძეს და მის გუნდს და მთელ საქართველოს. დღეს ქუჩაშიც და მაღაზიაშიც და ყველგან მის ოქროს მედალზე ლაპარაკობდნენ და ელოდნენ, ეგ არ გაგვიცრუებს იმედსო. გაიხარე, ლაშა და გილოცავ სულით და გულით!
17
0
უბრალოდ ფენომენი! სიტყებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას რასაც განვიცდი ამ საამაყო ქართველის ასპარეზობით! მადლობა უფალს, რომ ასეთი სპორცმენი და ადამიანი გვყავს.
32
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული