"ხომ შეიძლება სპორტსმენი ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ნერვიულობდე..." - ჭინჭარაულის სახალისო ვიდეო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში (109 კგ) ოქროს მედალი ქართველმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ფიცარნაგზე ყველა რეკორდი გააუმჯობესა.

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

რაც შეეხება აკვრას, ლაშამ 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა, მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის
შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

გთავაზობთ სახალისო ვიდეოს, რომელსაც გიორგი ჭინჭარაული აქვეყნებს.

წყარო: საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან მაგარი ვიდეოა LOL LOL LOL. აქაც ვულოცავ ლაშას და მთლიან გუნდს. ამ ბიჭის გულიანი საქციელი მიყვარს ძალიან, როგორ თავს ევლება ხოლმე ლაშას. და დანარჩენებიც, ასანიძის ხელმძღვანელობით. ერთი ოჯახივითაა ყველა და ერთ საქმეს ემსახურებიან. მიყვარხართ და პატივს გცემთ. მეასედ ვუყურებ უკვე ლაშას გამოსვლას და ყველა დეტალით აღფრთოვანებული ვარ. გაიხარეთ!
nanka2002
05 აგვისტო 2021 16:01
0
კი, ბაზარი არაა,სპრტსმენი არ უნდა ისვენებდეს და მუდამ მზად უნდა იყოს, მაგრამ!!! სად ხედავ სპოტსმენს? მე ვხედავ ახალ-ქართული მითოლოგიის შტანგისა და რკინათამწეობის ოფიციალურ ღმერთს - ლაშა "რამდენიც გინდა შეუკვეთე" ტალახაძეს და თუკი ზევსი და ჰადესი თვლემენ, რა პრობლემაა, რომ ჩვენი ლაშა თვლემდეს?
alex
05 აგვისტო 2021 16:23
1
ჩვენი წესიერი დათუჩა მშვიდად ისვენებს. გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
gori
05 აგვისტო 2021 18:49
0
აუ საღოლ, რამდენი ვიცინე
მეგრელი
05 აგვისტო 2021 15:57
0
ფეოლა გამახსენა ამ სიტუაციამ, ტალახაძე იგივე ხვედელიძე: მევიგეთ ფეოლა.
ასანიძე იგივე ფეოლა: გაგიჭირდებოდათ.
:)))
05 აგვისტო 2021 23:08
4
რა კაცია ))) დაიძინა.. გაიღვიძა აწია რეკორდული წონები და ისევ დაიძინა მილიონერის სტატუსით ))
რომა
05 აგვისტო 2021 20:40
1
საᲦოლ რა ესეც რა მაგარი კაცია?
გოჩა
05 აგვისტო 2021 17:14
0
მაგარი კაცი...ლევან თედიაშვილს ეძინა ხოლმე კიდე ეგრე ))))
ავთანდილი
05 აგვისტო 2021 19:34
0
ღმერთმა დაგლოცოს მაგარი კაცი ხარ საღოლ
გიოდო
05 აგვისტო 2021 20:45
1
დარწმუნებული ვარ გვარამიას ესე მშვიდად არ უძინია ცხოვრებაში
არჩილი
06 აგვისტო 2021 01:53
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული