"ძალოსნობა ოლიმპიადის წინასწარი პროგრამიდან ამოღებულია" - apnews

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, apnews-ი წერს, რომ ძალოსნობა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს, ისევე, როგორც კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი. მდგომარეობის გამოსასწორებლად, სამივე სახეობას 18-თვიანი ვადა მიეცა.

ძალოსნობასთან მიმართებით მთავარ სირთულეს დოპინგ-სკანდალები ქმნის და მათ მიმართ მთავარი მოთხოვნა ანტიდოპინგური პროგრამის შემუშავება და წარმოდგენაა.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების 2-გზის გამარჯვებულია და შესაძლებელია, ის 2028 წელსაც აქტიურ სპორტულ ფორმაში იყოს. გარდა ამისა, ძალოსნობა და კრივი ჩვენთვის წარმატებული სახეობებია და იმედია, ხსენებული გადაწყვეტილება შეიცვლება.


altვითვალოთ მედლები -

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]

altდღეს ქართველი ძალოსნები იწყებენ - ტალახაძე მორიგ რეკორდებს უმიზნებს



მკითხველის კომენტარები / 9 /
რა სისულელეა დასასჯელები უნდა დაისაჯოს და არა სპორტის სახეობა გაუქმდეს, მაგრამ დასჯა ის კი არაა რუსებს, რომ უქნეს მარტო დოშა და ჰიმნი აუკრძალეს ე.ი დროშა და ჰიმნი დასაჯეს და არა რუსი ათლეტები და მათი ბოსები.D
6
ამის ინიციატორი ნორმალურია???
tngh
16:08 10-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული