რევაზ დავითაძემ 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ 165/168/171 დაძლია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!
დავითაძემ აკვრაში თავი 195/199 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!
შეგახსენებთ, შოთა მიშველიძემ (61 კგ) სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია