
საქართველოს ნაკრების წევრმა ბაქარ თურმანიძემ ატაცში 171/176 დაძლია და ჯგუფში მე-6 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 210/218 კილოგრამს გაართვა და აქაც მე-6 იყო. იმავე პოზიციაზეა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 394 კილოგრამითაც.
დღესვე, თბილისის დროით 15:00 საათზე, ფიცარნაგზე რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს (+109) ვიხილავთ - მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონისგან ახალ გამოწვევებთან გამკლავებას ველით. შეგახსენებთ, 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშამ ორჭიდის ჯამში 488 კგ დაძლია და საუკეთესო მეორედ გახდა.
ძალოსნების დღე და კულმინაცია - ტალახაძის გამოსვლა მოახლოვდა
ქართველი ძალოსნების დღე - ოლიმპიადის მედალოსანი პლესნოი პირველი იყო, თუმცა ტრავმამ შეაწუხა