ლეგენდარული ძალოსანი იუბილარია

AutoSharing Option
დღეს 93 წელი შეუსრულდა ძალოსნობაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1954, 55), ევროპის ექვსგზის ჩემპიონს (1950, 51, 54-57), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონს (1951), სსრკ-ის ათგზის ჩემპიონს (1949-60), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენს, სსრკ-ის სპორტის დამსახურებულ ოსტატს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, რაფაელ ჩიმიშკიანს.

სახელოვან ძალოსანს ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, უსურვეს მას ჯანმრთელობა, სიმხნევე და
დღეგრძელობა. ლერი ხაბელოვმა იუბილარს გადასცა სპეციალური ჯილდო.
რაფაელ ჩიმიშკიანი გახლავთ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც საქართველოს 70 წლის წინ ძალოსნობაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოუპოვა. იუბილარმა გაიხსენა საინტერესო ძველი და ახალი ამბები, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების და სხვა დიდი შეჯიბრებების პერიპეტიები, თანაგუნდელები და მეგობრები; მადლობა გადაუხადა სტუმრებს დაფასებისა და თანადგომისთვის.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

alt"ისმის საშინელი გინების ხმა, მე გავრბივარ და ეს მომდევს..." - ტალახაძისა და ნაკრების ექიმის სახალისო ისტორია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული