ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალ ძალოსანთა შორის დასრულდა ასპარეზობა 87 კგ. წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ.) 106 კგ. დასძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!
გოტფრიდმა აკვრაში თავი 125/ 129 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო კიდევ 1 ბრინჯაოს მედალი ორჭიდის ჯამში მოგროვილი 235 კილოგრამით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ აკვრაში მესამეადგილოსანმაც იგივე წონა ასწია, რაც ანასტასიამ, თუმცა, ძალოსნობის წესების მიხედვით, მედალი მას ენიჭება, ვინც წონა პირველმა დასძლია.