პირველი მედლები ბოგოტადან - გიორგი ჩხეიძე მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია!

AutoSharing Option
გიორგი ჩხეიძე მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია!. ძალოსანმა საქართველოს ნაკრებს 2 ვერცხლის მედალი მოუტანა.

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა შეჯიბრება 109 კგ წონით კატეგორიაში, სადაც მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვიდა.

გიორგი ჩხეიძემ ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 210/217/219 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 389 კილოგრამითაც.

ასევე კარგად იასპარეზა საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა ზაზა ლომთაძემაც.

ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 157/163/166 კგ დაძლია და
მე-10 ადგილზე გავიდა. ლომთაძემ აკვრაში 202/212 კილოგრამის ძლევით მე-4 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 378 კილოგრამით კი მეშვიდეა.

წყარო: ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავთ!!! შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
18:40 16-12-2022
0
ხალხო რომელი ქართული არხი აჩვენებს თუ იცით?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
16:04 16-12-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული