კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა ლაშას მორიგ ტრიუმფს ემოციური წერილი მიუძღვნა:

"ძნელია... როცა ლაშა ხარ და შენგან ყველა მაქსიმუმს ელოდება. როცა მაყურებლისთვის მთავარია აწიო, აისროლო წონა ცისკენ და ისინიც მოგაყრიან ოვაციებს, შემდეგ გრძელ რიგში ჩადგებიან, რათა ფოტო გადაიღონ შენთან. გამარჯვებულთან...

დიახ, მარცხი ცუდი რამეა და ყველაზე მეტად იმას სდევს უკან, ვინც წარმატებულია, მაგარია და არა უბრალოდ მაგარი, ყველაზე, ყველაზე მაგარი... ყველაზე ძლიერი!

დიახ შენ, როცა ლაშა ხარ, "გმართებს"! დღეიდან 6 ჯერ მეტად, იმიტომ რომ 6 გზის მსოფლიოს ჩემპიონი ხარ. დიახ, იზრდება შენი ტიტული და იზრდება მაყურებლის სურვილი... და იმედი?! ყველას რომ გვაქვს და არ გვტოვებს?! ესაა ის რითიც შენ გვაჯილდოვებ ლაშა! ეს არის იმ სურვილის გამაასმაგებელი, რაც მაყურებელს შენგან სურს.

....მთელი წელი ვარჯიში, ოჯახისგან მოწყვეტილი, როცა სამი პატარა გყავს, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ნახულობ, ტელეფონია თქვენი ურთიერთობის საზრდო. ნერვები, უძილობა, სტრესი... ტრავმები... ფორმაში დაბრუნება და... ისევ ტრავმა... (ოქტომბის ბოლოს, ხელახლა დაიზიანა ფეხზე კუნთი).

2 თვის მანძილზე ყოველდღიური ფიზიო პროცედურები, ულტრაბგერა, ელექტროსტიმულცია, გაწელვები, მასაჟები, წამლები...

როცა გვეგონა რომ ყველაფერი რიგზე იყო, დაიწყო გულის არითმიები, კლინიკიდან კლინიკაში სიარული, უამრავი კვლევა, ანალიზები, კვლავ უამრავი წამალი...

შემდეგ აუცილებელი "დიეტა", რომელიც მძიმე წონოსან სპორტსმენს დიდ პრობლემებს უქმნის, წონის კარგვა, წინა მსოფლიოზე 180 კგ-ს ვიწონიდით, ახლა 166 კგ-ს.

ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვარჯიში, ვარჯიში, ტკივილი, წამალი, ისევ ვარჯიში და ასე... მაგალითი შეუპოვრობისა, გულმოდგინებისა, გუნდის კაპიტნისა!

ბოგოტა... (კოლუმბია) აქ ან არ იციან როგორ უნდა გამოკვებონ სპორტსმენი, ან საორგანიზაციომ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა არ გაითვალისწინა თუ რა კვება ჭირდებოდა სპორტსმენს...

ფაქტიურად 2 კვირა მშრალ კვებაზე, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი სამყოფი... გარეთაც მხოლოდ სწრაფი კვება... ფაქტიურად ნაგავი...

ზღვის დონიდან 2500 მეტრი... უჰაერობა... განსაკუთრებით აკვრის მოძრაობაზე ორმაგად მძიმდება შტანგა... მაგალითისთვის, ამდენი გაფუჭებული წონა ჩემპიონატზე და ამდენი ქულის გარეშე დარჩენილი პროფესიონალი სპორტსმენი მე ჯერ არ მინახავს. აქ, მსგავსი შეჯიბრი არასდროს არ უნდა ჩატარდეს! აი ამ ყველაფრის შემდეგ, შესაძლოა ვინმემ გაგვაკრიტიკოს, შესაძლოა ბევრმა შეგვაქოს, ბევრი მოვა, ფოტოსაც გადაიღებს და მოგილოცავს კიდეც ლაშა! მაგრამ ბევრს არ ეცოდინება თუ ამ 1 კილოგრამით მოგებულ შეჯიბრს რა ფასი აქვს დღეს შენთვის და ჩვენი გუნდისთვის! გილოცავ!

დიდი მადლობა შენ! მადლობა, რომ ხარ და მადლობა, რომ იმედს არასოდეს გვიცრუებ!

მიყვარხარ! გილოცავ საქართველო!" - წერს გიორგი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

დ
მოკითხვა სენაკიდან. ჩვენი საამაყო სიძე.
არჩილ სოხუმელი
ყველას, განსაკუთრებით ლაშას და მის ოჯახს ვულოცავ მორიგ ოქროს მედლებს, მსოფლიო ჩემპიონობას! ყოველთვის მეშინოდა და შემინია როცა ქონება უმატებნენ ან ვერ დაეძლია ან დაძლევის შემდეგ რამე არ ეტკინა და დაეზიანებინა. სიმძიმეები მოქმედებს გულზე, ხერხემალზე, თირკმელზე... მირჩევნია ოქრო მოიპოვოს +1 კგ ვიდრე ჯანმრთელობა შეერყას და +30 და ზემოთ კილოგრამით აჯობოს ყველას. ღმერთი ფარავდეს ლაშას და სრულიად საქართველოს!
დავით 67
კიდევ კარგი ბოლივიაში რომ არ ჩაატარეს ჩემპიონატი, უჰაერობა მაშინ უნდა გენახათ! მთავარია რომ ეხლა კარგადაა ჩვენი ვაჟკაცი და 7 გზის მსოფლიო ჩემპიონია.
თამაზი
სიტყვებით არ მყოფნის ლაშა ტალახაძის სიდიადის გადმოსაცემად! დიდი მადლობა ერის სასთაყვანებელ გმირს და დიდ ქართველს!
სოსო
ლაშა ახლად ტრავმამოშუშებულია და ზუსტად იმდენად გარისკა,რამდენიც გამარჯვებისათვის იყო აუცილებელი.ვიმედოვნებ შესაძლებელი იქნება ტრავმის სრულად მორჩენა და შემდგომი აღმასვლა,რეკორდებისაკენ.ამ სიხარულისათვის კი,დიდი მადლობა და ჩვენი სიყვარული,გოლიათო!
ზაკო
მადლობა ყველას! რასაც თქვენ თითოეული თქვენი შეუფასებელი და დაუღალავი შრომით საქართველოსთვის აკეთებთ
ფასია
ლაშა გილოცავ და ბევრჯერ მოგილოცავ წმინდა ბარბარე შეეწიოს შენ ოჯახს საამაყო კეთილო გოლიათო და დევგმირო მჯერა ბევრჯერ ასახელებ საქართველოს რომელიც ძაან ძაან გიყვარს.....ღმერთი შეგეწევა!!!!
გია
მინდა სულითა და გულით მივულოცო. სწვრთნელთა საბჭომ უკეთ იცის რა და როგორ მოაგვაროს. სასაცილოა ჩვენი რჩევები. ვაშა ჩემპიონს ვაშა!!!!!!!!!!!
ირაკლი
პირველ რიგში მადლობა მონიჭებული ბედნიერებისთვის ლაშას და მთელ სამწრთვნელო შტაბს. ჯამრთელობას გისურვებთ, იღბალს და წარმატებებს. საქართველო თქვენით ამაყობს. მიყვარხართ!
რრრ
ჰოდა თქვე კაი დედმაშვილებო, თუ ოქტომბრის ბოლოს ტრამვა მიიღო, რაღაზე მიაღებინეთ მონაწილეობა, არ დაიქცეოდა ქვეყანა, თუ ერთ მსოფლიოს გამოტოვებდა, არაა აუცილებელი სადაც კატა კუდს გაიქნევს ყველგან გამოვიდეს ლაშა, ახლა მთავარია 2024-ის ოლიმპადაზე იყოს ჯანზე და სამგზის ჩემპიონობა დადოს, ევროპა და მსოფლიო უკვე საკმარისზე მეტია.
ადამიანი
გენაცვალეთ ოქროს გულებში,ლაშასაც და გიორგისაც !!! პ.ს. რას იზამ,ეგრეა ,,მიდი მამა ხვიჩასთან დადექი,გადაგიღო" ,ეგ ყოველთვის იყო და იქნება მეორედ მოსვლამდე,სამაგიეროდ ისეთებიც არიან და თან უმრავლესობა,რომელთაც გიორგისავით სტკივათ,იღონდ ვერ და არ ჩანან,ისინი სჩანსნ,აი სურათით მოყელყელავეები
მაია
ვამაყობ ქართველი ვაჟკაცით.
cabuka
ლაშა გაიხარე,კიდევ ერთხელ დაახარე საქართველო და ქართველი ხალხი.უმაგრესი ადამიანი ხარ,სულ წარმატებები ყველა სფეროში ყოველივე კარგს გისურვებ პირად ცხოვრებაში და დიდ სარბიელზე შენს დიდ ოჯახთან ერთად.ვინატრებდი შენსავით ამაყი,შენსავით ძლიერი,შენსავით ვაჟკაცი,შენსავით თავდადებული დამენახოს მთლიანად საქართველო.
რატი
ეს ზოგიერთებისთვის, ვინც ,,აღშფოთდა", თუ რატომ შეიქმნა პრობლემები. თითოეული გამარჯვების უკან სწორედ ეს ყველაფერი დგას. წარმატებები ლაშა! თავს გაუფრთხილდი.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე: ევროპაზე სელიმის მწვრთნელმა დამაჯილდოვა
ბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით - ქართველი ექიმი "ფეისბუქში" ლაშა ტალახაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს
"სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაა!" - როგორ გამოიყურება ლაშა ტალახაძის ოთახი ტოკიოში [PHOTO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"მაგრად ვცემ! ვერ გამწიწკნიან ხელიდან" - ჭინჭარაულის მორიგი სახალისო ვიდეო [VIDEO]
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
"ტაქსით წასვლა გადავწყვიტეთ, დანარჩენს ხედავთ" - ჭინჭარაული ბოგოტადან ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..