ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მაისურაძემ მე-8 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
დღეს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით, ფიცარნაგზე მარიამ მაისურაძე (49 კგ) წარსდგა.

ქართველმა ძალოსანმა, რომელსაც დიდების ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა ატაცში 70/73 კგ. დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა. მარიამი აკვრაში 88/92 კილოგრამის ძლევით მე-8 საფეხურზეა, იგივე ადგილი ერგო ორჭიდში მოგროვილი 165 კილოგრამითაც.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს სახელით რამინ შამილიშვილი (55 კგ.), შოთა მიშველიძე (61 კგ.) და გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.) იასპარეზებენ.

altევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
საკმაოდ წარმატებული დებიუტია და ვულოცავ მარიამს,მაგრამ მაინც არ მიმაჩნია ეს სახეობა, ქალებისათვის შესაფერისად.ძალიან მძიმე სპორტია.
სოსო
01:52 16-04-2023
2
ყველას თავისი აზრი აქვს და არავის გადარწმუნებას არ ვაპირებ.
მაგრამ როდესაც დღემდე ისმება კითხვები გვინდა თუ არა ასეთი "კუნთმაგარი" ქალები და კიდევ უარესი, უარყოფითი პასუხები ეცემა, მაფიქრებინებს რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ვართ ჩარჩენილი და კვლავ ციციკორები გვმართავენ.

სხვათაშორის, მარიამ მაისურაძე ლამაზი გოგოა და არავისგან არაფარი აქვს დასაწუნი.
და ვინც ასეთ კომენტარებს წერთ, იმას მაინც დაუფიქრდით რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თვითონ სპორტსმენებზე.
დათო
18:19 17-04-2023
0

სიახლეები პოპულარული