ტრიუმფი ერევანში - ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერევანში ძალოსანთა სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ. წონით კატეგორიაში 2 ქართველი ძალოსანი გამოვიდა.

ლაშა ტალახაძემ როგორც მოსალოდნელი იყო ბრწყინვალედ იასპარეზა და მკერდი კვლავ 3 ოქროს მედლით დაიმშვენა - ატაცი 222, აკვრა 252, ორჭიდი 474.

ბაქარ თურმანიძემ კი ატაცში 176 კგ. დასძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 216 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზეა, ორჭიდში მოგროვილი 392 კილოგრამით კი მე-5 საფეხური ერგო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლაშა ტალახაძე ღმერთის საჩუქარია საქართველოსათვის. უფალს ვუყვარვართ და გვჩუქნის ისეთ ქართველებს, როგორიცაა ნონა გაფრინდაშვილი, ლაშა ტალახაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ლევან თედიაშვილი და მრავალი სხვა. ასეთი ქართველები აგრძნობინებენ ერს, რომ თუ მოვინდომებთ ყველა პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ა.შ.
თენგაბი
11:00 24-04-2023
2
გენაცვალეთ ლაშა! შენმა მშობლებმა გაიხარონ, ასეთი კარგი შვილი რო აჩუქეს საქართველოს! მაგარი ხარ ბიჭოოოო მაგარიიიი, ბრილიანტი და ოქრო ხარ ლაშააააა!!!!
გილოცავთ ქართველებო, ლაშას გამარჯვებას!
23:47 23-04-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული