U23. თორნიკე ტაბატაძე ევროპის ჩემპიონია, მიხეილ ადამია - პრიზიორი

AutoSharing Option
ბუქარესტში (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურა - თორნიკე ტაბატაძემ და მიხეილ ადამიამ (+109 კგ) წარმატებით იასპარეზეს.

ტაბატაძემ ატაცში 160 / 165 / 170 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში თავი 192 / 196 / 202 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი ერგო.

ტაბატაძემ ორჭიდში მოგროვილი 372 კილოგრამით კი კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

ადამიამ ატაცში 151 / 157 / 162 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი
გახდა, აკვრაში თავი 190 / 195 / 201 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. იმავე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამითაც.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ, ბიჭებს! ეს ფედერაცია სანიმუშოა ჩვენში.
გიორგი
22:36 03-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული