ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საბერძნეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ წონითი კატეგორიის ატაცში გურამ ვეკუამ 148/151/153 კგ დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 187 კილოგრამს გაართვა თავი და მე-6 საფეხურზე დადგა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 340 კილოგრამით კი მე-5 პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ გურამ ვეკუასთვის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტოა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული