ანასტასია გოტფრიდმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.) ასპარეზობს.

ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ატაცში სამივე ცდა 111 / 115 / 117 წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

შეჯიბრება რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 8 /
აკვრასა და ორჭიდში,ვერცხლის მედლები მოიგო!ამდენი ხნის შესვენების შემდეგ,დიდებული შედეგია.ყოჩაღ ანასტასია!
სოსო
17:06 20-02-2024
1
რას მოვესწარით კაცები? ქალი აღარ ქალობს! 21-ეე საუკუნის "ცივილიზაცია".
ზურა
18:02 20-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული