მიშველიძე ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში შოთა მიშველიძემ (61 კგ), მიუხედავად გამიზეზებული ტრავმისა, ასპარეზობა მაინც შეძლო.

ქართველი გულშემატკივარი მიშველიძისგან ტრავმის გამო მხოლოდ სიმბოლურ გამოსვლას ელოდა, თუმცა ძალოსანმა, ყველაფრის მიუხედავად, თავი არ დაზოგა და მაინც იბრძოლა.

მიშველიძემ ატაცში 114 / 121 კგ დაძლია, ხოლო აკვრაში კი თავი 125 / 135 კილოგრამს გაართვა. ძალოსანმა ორჭიდში 256 კილოგრამი მოაგროვა და საბოლოოდ მე-6 ადგილზე გავიდა.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ეს არის ბრძოლა ბიჭმა დაზიანებული მხრით ბოლომდე იბრძოლა, აბა მოჭიდავეებივით გამოთაყვანებული სახით კი არ გამოსულა საასპარეზოდ.
ეეე
20:35 07-08-2024
1
შოთა ღირსეულად მოიქცა და ღირსების ორდენის ღირსია!!!
ვაჟა მასწავლებელი
12:26 08-08-2024
0

სიახლეები პოპულარული