"ვინც ამბობს, პოლიტიკაში რატომ წავიდაო, პირდაპირ ვეტყვი, რომ ეს ამიტომ გავაკეთე!" - ლაშა ტალახაძემ თავისი გადაწყვეტილება ახსნა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ Facebook-ზე ერთ-ერთი გვერდის ad hoc · ედ ჰოკი-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ პოლიტიკის გარეშეც საქართველოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ ჩემი მთავრობიდან თუ ჩემი გულშემატკივრების მხრიდან ჩემი წარმატებები ძალიან დაფასებულია.

ამხელა სიყვარულს გამოხატავენ ჩემს მიმართ და ლაშა ტალახაძეს რაიმე ფინანსური სარგებელი, რომ ენახა, პოლიტიკაში მაგის გამო არ წასულა. 

მე პოლიტიკაში წავედი ჩემი საქართველოს გამო, ასევე იმიტომ, რომ
ყოველთვის ვიყავი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. ეს ყველამ კარგად იცის და როდესაც შეთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა და მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდებოდი. მითუმეტეს, ისეთი პერიოდი დგას, როდესაც შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ და ჭირდება ჩვენი თავი, რატომაც არა, ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაზე ყოველთვის ფიქრობენ და მშვიდობა სურთ, მეც იქ ვარ.

ჩემი პოლიტიკაში წასვლით არაფერი დაზიანდება, პირიქით, წაადგება... ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს მსოფლიოს მასშტაბით, მინდა, რომ ვიყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გააერთიანებს.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, რაც თითოეული ჩვენი გუნდის წევრს სჯერა და მე ამ გუნდში დიდი ერთობა დავინახე. 

ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რათ უნდოდა, რატომ უნდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ ვეტყვი, რომ ეს ჩემი საქართველოს გამო გავაკეთე! არაფერი პირადი ინტერესი არ გამაჩნია და არანაირ სარგებელს არ ვიღებ. ყოველთვის ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, რადგან ამ გუნდში მშვიდობას, ერთობას და საქართველოს სიყვარულს ვხედავ.

ვიცი, რომ არავისზე ნაკლები არ ვიქნებით არც მე და არც გენო, ჩვენ პოლიტიკაში წასვლა ერთად გადავწყვიტეთ. ჩვენი პირადი საუბრებიდან მინდა ვთქვა, არ მინდა რაიმე ჩემზე პირადად საუბარი, მაგრამ ვერც მე და ვერც გენოს საქართველოს სიყვარულში ვერავინ შეგვეჯიბრება!

ეს ნაბიჯი პირველ რიგში საქართველოს გამო გადავდგით და ორივეს გვინდა, რომ მშვიდობა და ერთობა იყოს, შემდეგ კი ხელები ამიწევია, ვისაც რა უნდა, ის თქვას!

ვჭირდებით საქართველოს მეც გენოც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის კეთილდღეობის საქმეებშია ჩართული. დიდი მადლობა, რომ დაგვდეთ პატივი და ამ გუნდის წევრი გავხდეთ", - თქვა ტალახაძემ.
მკითხველის კომენტარები / 93 /
ყველას თავისი გაგება აქ და სიყვარული ქვეყნის. ვერავის ვეტყვი რომ სამშობლო არ გიყვარსთქო, მაგრამ პიდარასტები რო არ მინდა ქვეყნის მაოხრებლად, რუსეთუმეობას ნუ დამწამებთ, ამავდროულად იმ ევროპის დედაც მოვტყან, რომელიც პირდაპირ მეუბნება ოჯახის სიწმინდის კანონი მიუღებელიაო. რატომ ამიხსენით, იქნებ მე არ მესმის რაღაც.
სიმართლის დადგენაში, ბევრი რამ არ მესმის...
01:06 12-10-2024
11
რუსეთს ემსახურება ნაციონალური მოძრაობა თავის მხქრდამჭერებიანად თუ დარჩათ ასეთები კიდევ ამ ქვეყანაში.
ქომაგი
00:58 12-10-2024
17

სიახლეები პოპულარული