ბაზაძე უმედლოდ დარჩა... მეორე დასანანი მარცხი ქართველისგან...

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პირველ დღეს ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის მე-4 ნომერ არონ შილადთან დამარცხდა, რის გამოც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კიმ ჯონ ხვანთან გადაინაცვლა..

ქართველმა მოფარიკავემ შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და შესვენებაზე 8:7 გავიდა, 22-ე ქულის გათამაშების შემდეგ სამხრეთ კორეელმა სპორტსმენმა ჯერ ფეხის ტრავმა მიიღო, შემდეგ გეიმში კი თავის, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, საბოლოოდ, შეხვედრა კორეელი სპორტსმენის გამარჯვებით 15:11 დასრულდა, სანდრო კი ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, ბაზაძემ პირველსა და მეორე წრეში ეგვიპტის
ორი წარმომადგენელი მოჰაბ სამერი (15:10) და ზიად ელსისი (15:12), მეოთხედფინალში კლასიფიკაციის ლიდერს, ო სან უკის (15:13) სძლია, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი არონ შილადთან 15:13 დამარცხდა.

alt სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოსმედალოსანია










მკითხველის კომენტარები / 26 /
წინ და წინ!!! ბრავო
ჯუჯი
24 ივლისი 2021 11:19
1
13-13-ზე რამოდენიმეჯერ გადავახვიე და სანდროს ეკუთვნოდა წულა 100%.რასაც ჰქვია წაართვეს ქულაც და მედალიც
საქართველო
24 ივლისი 2021 14:40
0
ასეა რა ქართველი მინიმუმ ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს, რომ მოიგოს, თანაბარ ბრძოლაში შანსი არაა მსაჯები არასოდეს დაიჭერენ ჩვენს მხარეს.
hhh
24 ივლისი 2021 14:40
0
გენაცვალე სანდრო! წინ! სულ გამარჯვებებით გევლოს! ასეთ სახეობაში მედალი ყველაზე მეტად გაგვახარებს!
: )))))))
24 ივლისი 2021 11:56
0
… ყოჩაღ სანდრო!!!
დათო
24 ივლისი 2021 11:52
0
ყოჩაღ სანდრო. გაიხარე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მილიონი ჩემზე იყოს :-)
ჭორლეონე
24 ივლისი 2021 13:18
1
უყურე შეხვედრას ჟურნალისტო? რა გამოცდილებამ თავისი იქონია?! აშკარად 14 ქულა სანდროსი იყო და უნგრელს მიაკუთვნეს.
dimo
24 ივლისი 2021 14:26
0
მიდი სანდრო!მამაშენმა თქვა,რომ მზად ხარ და ბოლომდე დაუმტკიცე ყველას,რომ საუკეთესო ხარ.
სოსო
24 ივლისი 2021 13:07
0
თანაბარ ბრძოლაში მსაჯი სულ ,,დაგვწვავს,,. თან ამ სახეობაში და სხვაგანაც მედალს ასე ადვილად არავინ მოგვცემს. აგერ ჩხვიმიანს 60კილოში ცოცხალი თავით გდება არ ჩაუთვალეს იმიტომ, რომ ოქრო იაპონელმა უნდა აიღოს. აქაც ქართველი მედალზე მათთვის უხერხულად ჟღერს. ჰოდა მსაჯი და მისი ჯანი..
: )))))))
24 ივლისი 2021 16:37
0
ძალით წააგებინეს
Tazo
24 ივლისი 2021 14:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული