ირმა ხეცურიანი ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის ჩემპიონია.

ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში გამართული ტურნირის ფინალში იტალიელ მეტოქეს 15:11 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს გოგო არი ჩვენი საჩუქარი. რა ცოტა დააკლდა ოლიმპიადაზე... ცოტაც და მოაგდებს ოლიმპიურ ოქროსაც!
ირმა მხეცი ხარ!
Irakli Apkhaidze
12:34 17-01-2023
2

სიახლეები პოპულარული