სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო ბაზაძე ისტორიის წერას აგრძელებს. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა მისთვის ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, რომელმაც შარშან კაიროში, ამავე რანგის ასპარეზობაზე, ბრინჯაოს მედლით საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა, შარშანდელი შედეგი მილანის მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედლით გააუმჯობესა.

სანდრო ბაზაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე გერმანელი, ტუნისელი, ამერიკელი და იაპონელი მეტოქეები დაამარცხა. დაძაბულ ნახევარფინალში 15-14 მოუგო ეგვიპტელ ზიად ელ-სისის, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ამერიკელ ელი დერშვიცთან 6-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფარიკაობაში მიღწეული საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მიმდინარე სეზონის ყველა 11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია. გასათვალისწინებელია, რომ მათ შორის არის ევროპის ჩემპიონობაც.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამას, ლიპოს სინდრომი არ დაემართოს.
ოქრო...ოქრო...ოქრო
მარჯი !
პავლოვიჩი
26 ივლისი 2023 17:24
2
ბრავო ბრავო. კაი ხარ კაი. ბევრმა არ იცის ვინაა, მაგრამ მომავალ წელს ოლიმპიადაზე ჩემი აზრით მედალს აიღებს თან ფინალში იქნება. გამიხარდა მისი წარმატება და კიდევ იდი გზა აქვს და ბევრი მელდები ექნება.
zura
26 ივლისი 2023 15:59
2
იმედია ოდესმე დაუფასდება სანდროს ამაგი,დღეს ძალიან და უ ფ ა ს ე ბ ე ლ ი ა
ადამიანი
26 ივლისი 2023 12:25
0
ვაა 15:6 დიდი ანგარიშია და ამხელა სხვაობაა ჩემპიონსა და სანდროს შორის?
odala
26 ივლისი 2023 12:07
0
ძალიან მაგარია, ყოჩაღ სანდრო!კიდევ ბევრი წარმატება და წინსვლა!
cv
26 ივლისი 2023 11:09
0

სიახლეები პოპულარული