ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

AutoSharing Option
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა:

"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა
ადგილი".

მკითხველის კომენტარები / 23 /
შეიძლება ეკუტვნოდა წაგება და ტყუილად ყვირის. შეიძლება არ ეკუთვნოდა და წააგებინეს. ამ მეორე შემთხვევაში ყველა არაკაცები ხართ ვინც ლანძღავს და ამბობს მისი საქმე არ ყოფილა ეს სპორტიო. ტიპი მსოფლიოს პირველი შპაგა იყო ) და ვინ რაგ გააკეთეთ მაგის ტოლფასი? რატომ გშურთ? გულისამრევი ტიპები ხართ
დარტანიანი
30 ივლისი 2024 16:57
1
ტიპი აშკარად ფსიქოლოგიურად არამდგრადია, სულ ყვირის და ღრიალებს მსაჯებთან. შესაძლოა დაჩაგრეს, მაგრამ უპირველესად თვითონ განაწყობს მსაჯებს უარყოფითად და მერე იმკის თავის თავზე. თუ არ აქვს ნერვები წესრიგში, სჯობს სხვა საქმით დაკავდეს...
სიმართლე
28 ივლისი 2024 17:47
8
რეებს ბოდავ მსოფლიოს ნომერ პირველია რეიტინგით და შენ რა გააკეთე სამაგისო რჩევებს რომ იძლევი კუხნიდან. ფიცხია თუ არა თუ დაიჩაგრა სამართლიანობა უნდა აღდგეს და ან ყველამ უნდა გაიგოს რომ დაიჩაგრა. გამომივიდა აქ რკინის ნერვებიანი
დარტანიანი
30 ივლისი 2024 16:51
1
Psikologiurad caago..naadrevad agnishnavda kulebs..da msajma jer gadaxtio gauketa...
Grg
28 ივლისი 2024 14:29
3
მსაჯმა ნიშნი კი არ უნდა მოუგოს,ობიექტური უნდა იყოს!
სოსო
28 ივლისი 2024 23:12
0
ფარიკაობუის ფედერაციის უფროსები არ გამოაᲩინოᲗ Თორე მᲗელ გუნდს სამუდამო დისკვალ.მისცემენ. ეს სამარცხვინო ტიპები.
დიმა
28 ივლისი 2024 09:13
6
ეგეთი სიმართლე მიკვირს, როგორ არ დაგიბლოკეს. მამამისია ფედერაციის პრეზიდენტი და ის სასტავი ტურნირებზე, ხმამაღლა აგინებენ მსაჯებს. რახან ეგ ჩემამდე მოვიდა, კიდევ სხვამაც ხომ იცის? მერე იტყვიან, მსაჯები რატომ ერჩიანო
:)))))
28 ივლისი 2024 21:35
2
ვინ არიან?
ვინ არიან?
28 ივლისი 2024 11:10
0
ხმალი ანთებს, ხო, და არა სხეული? ანუ ვისიც პირველი ინთება, იმან მოიგო, ხო? რად უნდა დიდი მსაჯობა და კვლევა - გადაახვიეთ და ნახავთ - პირველი სანდროსი აინთო.
ვვვ
28 ივლისი 2024 09:04
2
ფარიკაობის არაფერი ვიცი,მაგრამ ეს ბიჭი წინაზეც ასე იყო,ახლაც ასეა.დგას მთელი შეხვედრა ყვირის,ღრიალებს.ყველა დარტყმაზე მსაჯს ედავება.თუ მეორე ნომერი ხარ შე კაცო და ამხელა ფავორიტი 2-8 არ უნდა ჩამორჩე და ისტერიკებს არ უნდა აწყობდე.რა ინტერესი უნდა ქონოდა ესპანელ მსაჯს რომ აუცილებლად წაეგებინებინა ბაზაძესთვის და ეგვიპტელისთვის მოეგებინებინა?რა ინტერესი?უფრო ფსიქოლოგიური მგონია ეს წაგება.თავჯს თავს უნდა დააბრალოს და არა მსაჯებს.
Master
28 ივლისი 2024 08:46
8
არაობიექტურობა,ყველგან,ყოველთვის,პროფესიონალებისთვის,თვალნათლივია,მთავარია დროულად რეაგირება მიკერძოვებაზე ,და ობიექტური პასუხის მიღება, ოფიციალურ საჩივარს ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს,ოფიციალური ,ამ ბრძოლის,გადახედვა,რეზულტატის გაუქმებით.ფარიკაობა საბრძოლო სპორტია,შეცდომის ფასი,ომში სიკვდილი იყო,და ეხლაც ,შეცდომა მსაჯების მიერ დაშვებული,დისკვალიფიკაციის ფასად უნდა ჯდებოდეს,ეს ყველაზე მცირე დასჯით,არაობიექტურ მსაჯს
ესპადრონის მცოდნე
28 ივლისი 2024 08:01
2
ფარიკაობის მეც ბევრი არაფერი მესმის და ეს ბიჭი თუ დაჩაგრეს ძალიან ცუდია. მე თვითონ საყურებლად არ მომწონს, წამებში მთავრდება და თვალით ვერ ამჩნევ ვინ დაარტყა და ვარაუდით უნდა მიხვდე ან ტექნიკის იმედად იყო. შეიძლება ეს ფილმებში ნანახ ფარიკაობას რო არ გავს იქიდან გამომდინარეა, მაგრამ სპორტს რაც შეეხება ეს ჩემთვის ფარიკაობა არაა:)
ბექა
28 ივლისი 2024 02:42
7
ძაან მეწყინა წაგება მაგრამ 2-8 დან რომ დაიწყო ბრძოლა მანდ წააგო და არა 14-14 ზე.
ეგვიფტელები რომ ვიყოთ ალბათ გვეგონებოდა რომ დამსახურებულად მოვიგეთ, ისეთი სპორტია თვალისგან უხილავია სისწრაფე და ზოგადად მაგ სპორტში რატო უნდა შეხვიიდე როცა ტექნიკაც ვერ ხვდება რომელია პირველი.
ორივე ყვირის და მოგების იმიტაციას აკეთებს.
მ.m
28 ივლისი 2024 01:43
15
დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია აბსოლუტური ობიექტურობა ამ სპორტში მსაჯების მხრიდან. იმ ტექნოლოგიის გარდა, რომელიც აფიქსირებს ჩხვლეტის პირველიბას, ასევე აქვთ ვიდეო გამეორება და სურვილის არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ქულათა ზუსტი განსაზღვრა. ასე რომ აქ არა ტექნოლოგიების ნაკლებობა, არამედ სურვილია მთავარი ფატორი.
სიმართლე უნდა ითქვას
28 ივლისი 2024 09:58
0
უბრალოდ ესეთი არაკომპეტენტური მსაჯობა ამხელა ფორუმზე მიუღებელია, თან ჩემი აზრით დაფიქსირების ელექტროვერსიის გაუმჯობესება ნუთუ არ არის შესაძლებელი 21საუკუნეა. ადამიანი 4წელი ვარჯიშობ, შრომობ ყოველდღიურად, ტურნირებზე დადიხარ, რომ ოცნება აისრულო და სანუკვარ მიზანს მიაღწიო და ვიღაც არაკომპეტენტურის ხელი ყველა ოცნება თავზე გემსხვრევა, სამწუხაროა, მხნეობა და წარმატებები მომავალში სანდროს
ზაკო
27 ივლისი 2024 23:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული