მედლები სლოვაკეთის ტურნირიდან - ოქრო და ბრინჯაო

AutoSharing Option
13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "Golden skate". სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ტურნირში მონაწილეობდნენ ქართველი მოციგურავეები: ერთეულთა კატეგორიაში ნიკოლ ფადეევა, ანადეა გულბიანი-შმიდტი, ეკატერინე იაზადჯი, ქეთევან მახარაძე, ირინა ჩხეტიანი და სპორტულ ცეკვებში იულია ლებედევა-ბითაძე და მიხეილ კაიგოროდცევი.

ყოველ ტურნირზე ქართველი მოციგურავეები აუმჯობესებენ თავიანთ სპორტულ შედეგს და წარმატებული გამოსვლებით ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები ხდებიან.

ბრატისლავაში გამართულ ტურნირზე უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში 22 მონაწილეს შორის 1-ლი ადგილის მფლობელი გახდა ნორჩი მოციგურავე ნიკოლ ფადეევა; ანადეა გულბიანი- შმიდტი და ეკატერინე იაზადჯი კი
თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.

იუნიორების კატეგორიაში სპორტულ ცეკვებში მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა იულია ლებედევა-ბითაძისა და მიხეილ კაიგოროდცევის წყვილი, რომლებისთვისაც ეს ტურნირი სეზონის მესამე სტარტი იყო.

მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული