ისტორიაში პირველად, საქართველომ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა.

ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილმა, რომელმაც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამაში 59.14 ქულით მესამე შედეგი დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამისთვის პრიზიორთა შორის რეალური განაცხადი გააკეთა, მეორე დღესაც წარმატებით იასპარეზა.

ბერულავა-ბუტაევას დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა დაიმსახურა, ჯამში 157.29 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ლოზანაში სულ მსოფლიოს 8 საუკეთესო წყვილი გამოდიოდა. მათ შესარჩევ ტურნირებზე, მძაფრი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. ცხადია, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში წარიმართა უშუალოდ ოლიმპიური
ტურნირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ღირსეულად განვლეს, მაღალი ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინეს და ისტორიულ შედეგს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოციგურავეებმა სოლიდური უპირატესობით აჯობეს კანადელ, ამერიკელ, ჩინელ, უკრაინელ და გერმანელ კონკურენტებს. კვარცხლბეკის პირველი და მეორე საფეხურები რუსებს ერგოთ.

საქართველოს ნაკრებისთვის აქამდე წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, სადაც ჩვენი ოლიმპიელების მონაგარი 1 ოქროს, 6 ვერცხლს და 3 ბრინჯაოს მედალს შეადგენს.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Odala - არა ხარ ახლა ჯკუასუსტი ?! რას ბჟუტურობ იციი ?! ქართველობას გვჭირდება - საქართველოს სახელმწიფოს განვითარება - განმტკიცება , მისთვის დასავლეთის გამოცდილება - მხარდაჭერა... რაც შეეხება თურქეთს - მეზობელია და ბუნებრივია ეკონომიკური ურთიერთობები, მით უმეტეს მტკიცედ იცავს დღეს საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერ- ული მთლიანობას ( როგორც პროგრესული დასავლეთი) განსხვავებით მაგ 21- ე საუკუნეშიც შუა საუკუნეების მენტალიტეტით მუდამ ავადმყოფი რუსეთისაგან,მით მუდამ ღატაკი და უპერსპექტივო,მუდამ 100 წლით ჩამორჩენილი დასავლური სამყაროსაგან , რომელიც -21- ე საუკუნეშიც ვერ ი ტ ა ნ ს საქართველოს სახელმწიფოს და 2 რეგიონის ანექსია - ქართველთა ეთნიკური წ მ ე ნ დ ა განახორციელა ... სადა ხართ,სად მენტალუტად ?!
გლახუნა
18:06 13-01-2020
1
მარტო კვარცხლბეკის პირველი და მეორე კი არა მესამეც ფაქტიურად რუს(ებ)ს ერგო. მე მივესალმები ბუტაევას ქართველობას, მაგრამ თქვენისთანა ვაი-პატრიოტები არ არიან ღირსი. წადით და შეუძვერით თურქებს. ოღონდ მერე რუსებს არ სთხოვოთ რომ უკან გამოგაძვრინონ.
odala
12:33 13-01-2020
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული