საერთაშორისო საციგურაო კავშირმა, მსოფლიო რეიტინგული ქულებისა და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპებზე ( 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ობერსდორფის საკვალიფიკაციო ტურნირი) მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 10 ქვეყნის ნუსხა, რომლებიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ გუნდურ შეჯიბრებაში.
ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობების ისტორიაში საქართველომ, პირველად, დამსახურებულად მოიპოვა ოლიმპიადის ამ სეგმენტში მონაწილეობის მიღების უფლება და ოთხივე სახეობაში მოპოვებული ლიცენზიებითა და ჯამური 1472 ქულით ისეთი ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, როგორებიცაა რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, ჩინეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი და უკრაინა.
ვულოცავთ
საქართველოს ნაკრებ გუნდს ამ გამორჩეულ შედეგს და საქართველოს ეროვნული დროშის ქვეშ ღირსეულ გამოსვლასა და ქართველი გულშემატკივრების ერთგულ მხარდაჭერას ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის საამაყოდ. პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა 2022 წლის 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები კი 8 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია
ოლიმპიადის ქართული ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში
კიდევ ერთი მედალი, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი და ისევ პირველად
გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსთვის ლოზანიდან!