ისტორიაში პირველად - საქართველო 10 საუკეთესო ქვეყანაში

AutoSharing Option
საერთაშორისო საციგურაო კავშირმა, მსოფლიო რეიტინგული ქულებისა და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპებზე ( 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ობერსდორფის საკვალიფიკაციო ტურნირი) მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 10 ქვეყნის ნუსხა, რომლებიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ გუნდურ შეჯიბრებაში.

ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობების ისტორიაში საქართველომ, პირველად, დამსახურებულად მოიპოვა ოლიმპიადის ამ სეგმენტში მონაწილეობის მიღების უფლება და ოთხივე სახეობაში მოპოვებული ლიცენზიებითა და ჯამური 1472 ქულით ისეთი ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, როგორებიცაა რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, ჩინეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი და უკრაინა.

ვულოცავთ
საქართველოს ნაკრებ გუნდს ამ გამორჩეულ შედეგს და საქართველოს ეროვნული დროშის ქვეშ ღირსეულ გამოსვლასა და ქართველი გულშემატკივრების ერთგულ მხარდაჭერას ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის საამაყოდ. პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა 2022 წლის 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები კი 8 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

altოლიმპიადის ქართული ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში

altკიდევ ერთი მედალი, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი და ისევ პირველად

altგმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსთვის ლოზანიდან!




მკითხველის კომენტარები / 8 /
მართლა უნიკალური ერი ვართ. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ერთი სრულფასოვანი ყინულის მოედანიც არა აქვს და ასეთ შედეგებს აღწევს. მიყვარხარ საქართველოვ!
1
ამავე დროს არ დაგვავიწყდეს რომ, ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი ფიგურულ სრიალში ქართული გვარის ქალბატონია, ეთერი თუთბერიძე.
გია პაპა
12:10 14-12-2021
0

სიახლეები პოპულარული