საქართველო მედალთან ძალიან ახლოს - საფინასა და ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. ჩვენმა დებიუტანტმა წყვილმა, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ,  ღირსეულად იასპარეზა ჩემპიონატის ორივე სატურნირო დღეს და მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 191. 74 ქულით მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილის მფლობელი გახდა.

სპორტულ წყვილებში და არამარტო, ასეთი მაღალი შედეგი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომელსაც ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს მსოფლიო ჩემპიონატების დონეზე. ევროპისა
და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-4 და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მე- 9 პოზიციით კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ დაადასტურეს თავიანთი მაღალი სპორტული რეიტინგი და 2022 წლის სპორტული სეზონის საუკეთესო შედეგები აჩვენეს უფროსების კატეგორიაში.

საფინა-ბერულავას სპორტულმა წყვილმა ეს ჩემპიონატი ევროპელ სპორტულ წყვილებს შორის პირველი პოზიციით დაასრულა და საპრიზო ადგილები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და კანადის წყვილს დაუთმო. ამ შედეგით საქართველომ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი სპორტული წყვილით მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი შედეგია სპორტსმენთა მეტი მოტივაციისა და ფედერაციის მიერ მომავალი წლის სეზონის აქტიურად დასაგეგმად.

Georgian Figure Skating Federation

altყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ისტორიაში პირველად არ გამოდიოდნენ რუსეთის წყვილები! ასევე არ გამოვიდნენ ჩინეთის ნაკრების წევრები! მაგრამ ყოჩაღ ქართველები!!!
კოკო
11:24 25-03-2022
0
ესენი ჯერ კიდევ ბავშვები არიან, მომავალ ოლიმპიადაზე კი სამეულის კანდიდატები იქნებიან.
ჟორა
17:03 25-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული