ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსე ადგილით დაასრულა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსე ადგილით დაასრულა.

ფიგურულ ციგურაობაში მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები გაითამაშეს ქალმა მოციგურავეებმა.

24 საუკეთესო მოციგურავეს შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანაოვაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში (62.59) დაკავებული მე-14 ადგილის შემდეგ, გაცილებით უკეთ იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში - 134.02 ქულა დაიმსახურა და მეხუთე საფეხურზე გავიდა. ორივე პროგრამის ჯამში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალთა ერთეულებში მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგიც - გუბანოვამ 196.61 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, ეს კი ქალთა ერთეულებში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთათვის მსოფლიო პირველობებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებელია.

წყარო: საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტი

მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია,რომ რუსი და ჩინელი სპორტსმენების არყოფნა დაეხმარა ჩვენ სპორტსმენებს,ამ ადგილების დაკავებაში,მაგრამ ისინიც რომ გავითვალისწინოთ,მათი შედეგები უარესი მაინც არ იყო,ოლიმპიადაზე შედეგებთან შედარებით.ესე იგი მათ წარმატებებში შემთხვევითობის ფაქტორი არ ყოფილა და მათ თავისი კლასი დადასტურეს.მომდევნო შეჯიბრებებში ჩვენი კვოტები მოიმატებს და თუ ძველებურად შესძლეს ვარჯიშების გაგრძელება,წარმატებები კიდევ იმრავლებს.არ ვიცით,რა მდგომარეობა იქნება მომავაში და შეძლებენ თუ არა,ჩვენი სპორტსმენები რუსეთში ვარჯიშს და მომზადებას.ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩანს, საქართველოში სტანდარტული ზომის საციგურაო დარბაზის აშენება,რომ სხვაზე არ ვიყოთ მთლიანად დამოკიდებული.პრინციპში დაგვიანებულიცაა,მაგრამ თუ რაიმე წარმატება გვინდა,ეს უნდა გაკეთდეს.თანაც ორგან მაინც.დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
სოსო
19:01 26-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული