ქართული წყვილი პირველ ადგილზე - საფინასა და ბერულავას წარმატებები გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ტალინი მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები ვაჟთა ერთეულებში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში არის წარმოდგენილი.

სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე ვაჟთა და სპორტულ წყვილთა მოკლე პროგრამებს დაეთმო.

ვაჟთა ერთეულებში 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა მსაჯებისგან 59.38 ქულა დაიმსახურა და 33 მონაწილეს შორის 21-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ, რომელიც მისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის, 24 საუკეთესოს შორის მოხვედრით 16 აპრილს თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მოკლე პროგრამაში იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად აღიარებულმა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას
სპორტულმა წყვილმაც. ქართულმა დუეტმა ყველაზე მეტი - 67.77 ქულა დაიმსახურა და მოკლე პროგრამა პირველი ადგილით დაასრულა. ასე რომ, დღეს, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის შემდეგ, მათგან მედალს ველოდებით.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა წყვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები მე-9 ადგილით დაასრულა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები კი - მე-4 ადგილებით, რაც ასევე ისტორიული შედეგებია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altსაქართველო მედალთან ძალიან ახლოს - საფინასა და ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
არჩევენ მტერს და მოყვარეს, ჩვენგან განსხვავებით. ხო, ბათუმში რა ხდება, ხომ დასაქმდა ყველა რუსი, ხომ არიან კმაყოფილები პირობებით?
ძირს დამპალი იმპერია!!!
14:31 25-09-2023
0
ჩემპიონობას ვუსურვებ, ეპოქალური მოვლენა იქნება საქართველოსათვის სპორტის ამ სახეობაში.
კოტე ბრეგვაძე
11:23 15-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული