ფიგურულ ციგურაობაში ფინეთის ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოკლე პროგრამაში მისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია. ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა უზადოდ შეასრულა, მსაჯებისგან საუკეთესო - 69.81 ქულა დაიმსახურა და 30 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატის ფავორიტი, მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ვერცხლისმედალოსანი, ბელგიელი ლეონა ჰენდრიქსი, 67.85 ქულით მეორე ადგილით გავიდა თავისუფალ პროგრამაში.

"იდეალური გამოსვლა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე და სრიალით ვისიამოვნე. მოკლე პროგრამა უნდა დავივიწყო და ცივი გონებით თავისუფალზე და ჩემს სამუშაოზე უნდა ვიფიქრო", - ასპარეზობის შემდეგ აღნიშნა ანასტასია გუბანოვამ.

ერთი დღით ადრე "ესპოო მეტრო არენაზე" მოკლე პროგრამა შეასრულეს მორის ყვითელაშვილმა და ნიკა ეგაძემ.

ნაკრების ლიდერმა, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ყვითელაშვილმა, 29 მონაწილეს შორის 70.55 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა. შედარებით უკეთ გამოვიდა ეგაძე, რომელმაც მისთვის კონტინენტის მეორე პირველობაზე მსაჯებისგან 72.96-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და მე-12 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობისთვის 24 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სოსო
ყინულზე ლამაზი ქალია,რომელიც თავისი ქალური მომხიბლაობით თვალსა და გულს იზიდავს.პროგრამა არ არის ძალიან რთული,მაგრამ სწორედ ამ ქალური მომხიბლაობით და ელემენტების დახვეწილი შესრულებით აღწევს სასურველ მიზანს.იმედი მაქვს ნებისმიერ პროგრამაშიც სრულყოფილად ისრიალებს და გაგვახარებს. თბილისში ახალი საციგურაო დარბაზი გაიხსნა,მაგრამ ის არ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ზომისა და ამიტომ ,საქართველოში ჩვენი სპორტსმენების მომზადება,სრულყოფილად,ჯერაც ვერ მოხერხდება.ვფიქრობ,სტანდარტული ზომის დარბაზის აშენება,იმდენ თანხებს დაუზოგავს სამინისტროს,უცხოეთში სპორტსმენების და მათი მწვრთნელების შენახვისაგან,რომ საკმაოდ მცირე დროში,გადაფარავს,მის მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს და სპორტის ეს სახეობაც,გაცილებით უფრო მასობრივი გახდება საქართველოში.
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს