საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
ᲧოᲩაᲦ და რა კომენტარებია,რუსი არის მერე რა,გვასახელა კარგი დახატული გოგონა,ნიკო ᲨერაზადიᲨვილი ᲫიუდოᲨი ესპანეᲗის სახელიᲗ მსოფლიო Ჩემპიონია,დაᲗუნაᲨვილმა ორჯერ სერბეᲗის სახელიᲗ მოიგო მსოფლიო ᲭიდაობაᲨი,Ძალიანაც კარგი,ფედერაციის პრეზიდენტი,რომ ხელს დაარტყამს მოᲭიდავეს და რეაგირება ნული წავა აბა რას იზამს,გუბანოვას ყოᲩაᲦ წარმატებები,ააფრიალა Ჩვენი დროᲨა და ჰიმნი ააᲟᲦერა,მოლოდეც.
გადადექი
28 იანვარი 2023 23:50
4
მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულია ეთერი თუთბერიძე, რომელმაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი გაზარდა ქალებს შორის, ხოლო მამაკაცთა შორის ყველა დროის საუკეთესო მოციგურავის ნეითან ჩენის მწვრთნელი თბილისში დაბადებული რაფაელ არუთინიანია.
გია პაპა
28 იანვარი 2023 23:39
2
მარტო არენა-დარბაზი არაა საკმარისი. საჭიროა მწვრთნელები და ზოგადად ინფრასტრუქტურის-საცხოვრებელი პირობების შექნა.
ზოგადად სპორტს სეწრიოზული პრობლემები აქვს და ამის გამოსწორებაზე არავინ არ მოქმედებს.
ეეხ... თუმცა ყველაფერი გამოსასწორებელია.
როდის-ვინ???!!!
პავლოვიჩი
28 იანვარი 2023 23:31
1
ყოჩაღ,წარმატებები.
ნაცები ხომ არ აპროტესტებენ?
პავლოვიჩი
28 იანვარი 2023 23:26
5
ღვარძლიანი კომენტარების კეთებას მიულოცეთ გოგოს. პირველი ოქრო მოუტანა საქართველოს ისტორიაში.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
28 იანვარი 2023 22:53
3
რა ვქნათ ახლა აზროვნებით ინვალიდებო, არ გავიხაროთ ევროპის ჩემპიონობით? ვულოცავ ამ ოქროს ქალბატონს დიდ გამარჯვებას. მართალია, ამით ძალიან დაგვახარა, მაგრამ ჩვენც ხომ გავახარეთ? ჩვენს გარეშე ეს წარმატება რომ არ იქნებოდა, ესეც ხომ მართალია? ანუ ჩვენ გამოვადექით ერთმანეთს.
ჟორა გაბრიჭიძე
28 იანვარი 2023 22:26
7
ჟორაჯან, ეგრე რომ გვიყენებენ და მეტი სარგებელი თქვენგან არ არის, უნიჭოები ხართ, საკუთარი ქვეყნის მართვა არ შეგიძლიათო გვეუბნებიან, გვწყინს და ახლა რა გიხარიათ?
odala
29 იანვარი 2023 10:13
2
შე უბედურო შენ
შენ რა გიხარია
29 იანვარი 2023 02:34
9
ჩვენთვის დიდად სასიხარულო ვერაა, ოღონდ არა იმიტომ, რომ „მაინც რუსია“, ან „სინამდვილეში მხოლოდ ვჭირდებით“, ანდაც „თავის ქვეყანა უარყო, ჩვენს რას გვიზამს“ და ეგეთები, არამედ იმიტომ რომ საქართველოს არაფერი გაუკეთებია, ამ ქვეყნის წვლილი არაა, მოედანიც არ გვაქვს, სხვა პირობებს რომ თავი დავანებოთ, ანუ მოლოდინი, რომ წინ წავა ეს სპორტი ქართველებისთვის – არ არსებობს. კი, ქართველების რაღაც დამსახურებაცაა, ოღონდ რუსული სკოლის მიმართ, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ჰიმნი მოვისმინეთ და ეგაა. „ნასწიას“ კი ყოჩაღ, იშრომა და დაუფასდა, თან ჩრდილოეთშიც დაანახა, რომ მაინც ჩამორჩენილები არიან, თუნდაც საკუთარის დაფასებასა და სათანადოდ მოპყრობაში
nika
28 იანვარი 2023 22:17
14
დაანონსებულია ყინულის სტანდარტული დარბაზის მშენებლობა და იმედია მალე ააშენებენ.
Zviads
28 იანვარი 2023 22:13
1
ლიჟბი რამე მოვიგოთ ძმაუ, რომ ეგო მოვიფხანოთ ხალხს კიდევ ერთი საამაყო მიეცათ, ასეთი გამარჯვებებით რა გიხარიათ ვერ ვხვდები. პლიაჟის ფრენბურთის და ფუტძალის არ იყოს. ან რა გეამაყებათ ან რა მოგწონთ, თქვენ ტაშს ქვის გადაგორებას და დარტსაც დაუკრავთ ოღონდ საქართველო ძმაუუუუუ დაიძახოთ. აი ანასტასია თქვენნაირი გოიმების ჯიბიდან 100 000 ჩაიჯიბავს. და პუტინისთვისაც სიამოვნებით იციგურავებს ცოტახანში.
Semi
28 იანვარი 2023 22:03
24
შენი გაგებით საფრანგეთმა თავის ნაკრებს არ უნდა უგულშემატკივროს ფეხბურთში? მხოლოდ ერთი ფრანგი იყო წარმოშობით, მსოლფიოზე ფინალში. სხვა სპორტშიც ასევეა და თანაც მრავლად, არა მარტო საფრანგეთის შემთხვევაში. ჩვენ დროშას და ქვეყანას ვინც ადიდებს ყველას გაუმარჯოს.
G.LA
29 იანვარი 2023 12:11
0
კაი ბიჭებს და პატრიოტებს შეურაცხყოფას ნუ აყენებ ბრაატ :)
odala
29 იანვარი 2023 10:09
0
ძალიან კარგი გოგოა და ძალიანაც მიხარია,მისი გამარჯვება.ვულოცავ მასაც და საქართველოსაც, ამ ისტორიულ გამარჯვებას.იმედია დიდხანს გააგრძელებს წარმატებულ გამოსვლებს,თვითონაც გაიხარებს და ჩვენც გაგვახარებს.
პ.ს.მართლაც ძალიან გაგვახარა ანასტასია გუბანოვამ,მაგრამ საქართველოში სტანდარტული ზომის დარბაზის აშენება რომ აუცილებელია,ესეც აქსიომაა!როდემდე უნდა ვიყოთ,რუსეთში,ან ამერიკაში მომზადებული სპორტსმენების იმედად!თუ დიდხანს გაგრძელდა რუსების იზოლაცია,იქაური დონეც დაიწევს და მათთან ერთად,ჩვენი სპორტსმენებისაც.
სოსო
28 იანვარი 2023 21:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული