საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
რატომ უნდა გვიხაროდეს? არამი ლუკმასავითაა, რა შრომა ჩავდეთ მაგ გოგოს წარმათებაში. რუსეთშიც კი მწვრთნელები რუსები ჰყოლია. არაფერს ვამბობ აღზრდაზე, სწავლა-განათლებაზე და სხვაზე. რა გამოდის? მესის, ნეიმარს და მბაპეს საქართველოს მოქალაქეობა რომ მივაღებინოთ და მსოპლიოს ჩემპიონები გავხდეთ, ცას უნდა ვეწიოთ სიხარულისგან? სასაცილოა თქვენი აღტკინება! ჯობია ზომიერად მივულოცოთ და მოვრჩეთ. დღეს ჩვენი სახელით გამოვიდა, რა გარანტიაა რომ ხვალ აზერბაიჯანი ვერ გადაიბირებს და მისი სახელით არ გამოვა ტურნირებზე. თუ ფული არ ეყოფათ? არ მითხრათ, ანასტასია ბავშვობიდან ოცნებობდა საქართველოს მოქალაქეობაზეო.
სინამდვილეში, ჩალის ფასი აქვს მაგ ოქროს ჩვენთვის
29 იანვარი 2023 13:34
9
კი 100% ხარ!
კი
08 თებერვალი 2023 23:50
0
ზურა. ჯიგარი ხარ ძმაო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სჯობს სიცოცსლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!
29 იანვარი 2023 13:06
2
რას დაიყვირებს და მე ის თამრო აღარა ვარო. ია ნე ვინოვატაიაო, ბრილიანტოვაია რუკაში როა ისე. საქ, ცუგურ, ფედერაციამ შემაცდინაო.))))))))))))))
ქ. გ.-ы
29 იანვარი 2023 13:02
1
აი მაგ უბრალო მოქალაქეების არჩეეულია პუტინი. მაგათი მანა-პაპა ხოცავდა ჩვენს წინაპარს. მაგათი ძმები და ქმრები გბომბავდნენ 92-ის მერე. სულში აქვთ შობინიზმი. მიეცი ამ პატარა გოგოს უპლება და ეკატერინე მეორეზე უაერსად მოგექცევა.
გიორგი-ს
29 იანვარი 2023 12:50
2
რა გულიანად გამაცინე)) 100% ხარ. სქართველო კი არა, რუსეთიც არ ეცოდინება რუკაზე. ან რაში ჭირდება რო? ხომ გახდა ჩეპიონი? ეგ არის მთავარი მაგისთვის. ანაღვლე ვის დროშას ააფრიალებდა, ჩვენსას თუ ლიბანისას. )))
Geo-ს
29 იანვარი 2023 12:30
1
ქ.გ-ს. და სხვა აქამდე ჩემთვის მოსაწონ კომენტარების დამტოვებლებს, მაგრამ ახლა გაუგებარ კომენტარებს!

ეს გოგო თავის ნაკრებში ვერ მოხვდა 2021 წ და ჩვენი დროშით არჩია გამოსვლა.
ჩემი კითხვა; რატომ ვგულშემატკივრობთ ჩვენ ყველანი ზურა დავითაშვილს, რომელიც სერბეთის სახელით გამოდის? რატომ ადიდებენ სერბები მას? რა განსხვავებაა ზურას და ამ ანასტასიას შორის?
G.LA
29 იანვარი 2023 12:27
11
ეხხხ!-ს
გასაგებია შენიშვნა და მართალია გვარი შემეშალა. კითხვის აზრს მგონი ყველა მიხვდით და პასუხი
უფრო საინტერესო იყო.... ეს გოგო ვერ მოხვდა და ზურა გააგდეს აქედან. განსხვავება მხოლოდ ესაა. სერბები ადიდებენ, ჩვენ ამ გოგონაში მტერს ვხედავთ. არადა ქუჩებში დადიან მტრები და გვაგინებენ პირადიპი გაგებით. რასაც უნდათ იმას აკეთებენ და ყველანი ჩუმად ხართ. აქ კი ამ გოგონას რომელმაც ადიდა საქართველო თავს ესხმით. გადით ქუჩაში და იქ გააპროტესტეტ ამდენი ოკუპანტის შემოჭენებას აქ რომ კლავიატურებთან იხარჯებით.
G.LA
29 იანვარი 2023 14:09
2
ზურა დავითაშვილი ვინაა ??? იმ კაცის სახელი და გვარია ზურაბი დათუნაშვილი!
ეხხხ!
29 იანვარი 2023 12:50
1
სიმართლე იმაშია, რომ მოზამბიის ან ნაურუს სახელით გამოსვლას, არჩია საქართველო. კარგად განწყობილი და ტოლერანტი ერი ვართ. ალბათ ფედერაციამაც დაასწრო ყველას და შესთავაზა გამოსვლა. რატომ არ გამოვა? მედლები, ტიტულები, სახელი, პრემიალურები. ძალიან მეეჭვება დაუფასოს ეს სიკეთე საქართველოს, ჯიშში არა აქვთ და მაგიტომ.
მორიელი-ს
29 იანვარი 2023 12:16
1
ყოჩაღ ანასტასია, გილოცავ და მადლობა. ❤️
წარმატებას გისურვებ ოლიმპიადაზე.. მიხარია ჩვენი დროშის ქვეშ რომ ადიდებ საქართველოს. ბევრ ქართველზე უფრო ქართული საქმე გააკეთე და კიდევ ერთხელ მადლობა. ჩვენი სამშობლოს კეთოლმოსურნეც კი ქართველია ჩემთვის და საქართველოს დროშით მებრძოლებს ყველას გენაცვალეთ.. ❤️
G.LA
29 იანვარი 2023 12:02
11
ღმერთო ხალხი რა ავად არის! ყველგან პოლიტიკა როგორ გელანდებათ ??? რამდენი ქართველია ვისაც რუსი დედა ყავთ? ან მამა? არ შეიძლება ეს ხალხი და ესეთი ადამიანები გამოვიყენოთ ურთიერთობის დასალაგებლად?? რატო ხართ ესე დაბრმავებულები? მტერია ეგ ქვეყანა ჩვენი , კი ბატონო, მაგრამ როდემდე? სანამ სული არ გაგვძრებაა??? ცოტა სხვა ტაქტიკა ხო შეიძლება ვნახოთ ? გონივრული , ინტელექტუალური!! აბა დღეს რა პოლიტიკაც გვაქ არ გამდოის არაფერი ხომ ხედავთ?? თორე მეც მინდა შევიჭრე და ავაოტო მტერი , მაგრამ არ გამომდის და სხვა გზა ხომ უნდა ვცადოთ? დიპლომატიური! ასე უფრო ჰუმანირიცაა. / და რაც შეეხება ნატურალიზილებულ სპორცმენებს მარტო ფიგურულ სრიალში არ გვყავს! რომ იცოდეთ, ასე გვყავს ფუტძალში, კალადბურთში, წყალბურთში, ყინულის მოედანი არ გვაქ და საიდან უნდა გავზარდოთ ქართველი მოციგურავე?ამ გოგოს წარმატების მერე შეილება გამოჩნდეს მსურველები და პოპულარი გახდეს უფრო ხალხში ეს სპორტი, ამ გოგომ სხვისი ადგილი კი არ დაიკავა, უბრალოდ ჩვენ არ გვყავს მოციგურავე , ეს არის პრობლემა! ამ გოგოს კიდე დიდი მადლობა და წარმატებებს ვუსურვებ
Vasili
29 იანვარი 2023 11:42
9
თეორიულად წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ პუტინმა უკრაინის ოკუპაცია მოახერხა და მერე ჩვენ დაგვიწყო ბომბების თავზე ჩამოგდება. როგორ ფიქრბთ, ეს თქვენი რუსი ქალი რას დაიყვირებს? აი რას: "ურააა!"
ქ. გ.
29 იანვარი 2023 11:33
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული