ანასტასია გუბანოვა: შოკში ვარ - ჩემი სრიალი იდეალური არ იყო

AutoSharing Option
ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტზე ოქროს მედალი საქართველოს წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა და შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ჯერ ისევ შოკში ვარ და ვერ მივხვდი, რა მოხდა. თუმცა, შრომა დამიფასდა. სრიალის წინ ძალიან ვნერვიულობდი, ფსიქოლოგიურად რთული იყო. როდესაც გამოსვლა დავასრულე, ემოციები ვეღარ შევიკავე. მიხარია, რომ საკუთარ თავს ვძლიე. არ ვფიქრობდი, მოვიგე თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ პროგრამა კარგად შევასრულე, ელემენტებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დღეს ჩემი სრიალი იდეალური და ბოლომდე სუფთა არ იყო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჭო რა გჭირთ თქვენ, ზოგიერთი ასე უკუღმა რატომ აზროვნებთ, ადამიანმა საქართველოს მოუტანა ევროპის ოქრო და თქვენ - რუსებს რატომ ვეხმარებით სანქციების დაძლევაშიო. გამაგიჟებთ რა.
ძლივს შესაძლებლობა მოგვეცა რუსეთისგან რაღაც ხეირი მივიღოთ და მაგაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ.
რუსეთი ისეთი მუხანათი და ვერაგი მტერია, მას ყველანაირად უნდა ებრძოლო, მაგასთან ყველაფერი მოსულა.
დათო
11:45 29-01-2023
6
ბარემ ჰოკეისტებიც ვათამაშოთ ჩვენი დროშის ქვეშ, რა მოხდება? წარმოიდგინეთ რომ დაწერენ, ქართველი ყვინჯის ოსტატები ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდნენ და ა.შ.
დინამოელი
08:42 29-01-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული