
როგორც მოგახსენეთ, 2 დღის წინ 20 წლის მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა დაიმსახურა და პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა, დღეს კი თავისუფალ პროგრამაში 119.52 ქულა მოიპოვა და საერთო ჯამში მე-14 პოზიციას დასჯერდა, შეჯიბრების გამარჯვებული 224.61 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო გახდა.
შეგახსენებთ, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიგო.