უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.

ღონისძიების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს.

უკრაინელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავეს, მე-3 პოზიცია კი კანადელებმა ირგუნეს, რომლებსაც ხელის ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული და პაველ სლიუსარენკოს მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

მეტელკინა საქართველოს ღირსებას
2020, ხოლო ბერულავა 2019 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ვერ გვპატიობენ იმას რომ ბომბები ჩვენთან არ ცვივა. ის არაფერი?? რომ ჰუმანიტარულ დახმარებაში უკრაინისადმი სამეულში ვართ მსოფლიოში. არა მაინც არაა საკმარისი.. მაინც და მაინც ბომბები უნდა ცვიოდეს ხო??!.. ეგ უნდათ მაგათ და აღარც მალავენ.
ირაკლი
25 სექტემბერი 2023 19:53
17
სსრკ-ს დაშლის შემდეგ 400 ათასი ქართველი რუსეთის აგრესიის შედეგად გახდა ლტოლვილი.
ჰკითხეთ ნებისმიერ რუსს,რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს: "Что делают в Грузии оккупационные российские войска?", და ის გიპასუხებთ: "Это миротворцы".
ქ. გ.
25 სექტემბერი 2023 17:37
15
Თბილად გაცვია,არ შეგცივდეს.ჯერ ერთი მანდ ქართველმა ვაჟკაცმა გაუწოდა ხელი და თუ კაცი ხარ უნდა ჩამერთვა ხელი.
Მეორეც მაგათ სისხლს რო სვავენ ჩრდილოკავკასიელები, ისინი რო ჰყავთ ნაკრებებში ის როგორ არი?
Ლაშას
25 სექტემბერი 2023 14:37
55
რაუნდათ ამ უკრაინიას მეტი რა გაუკეთოთ . ეს უმადური ხალხი.
Otto
26 სექტემბერი 2023 05:23
14
რუსეთში მოღვაწეობენ.მხოლოდ კაცია გვარით ქართველი.
ზაზა
26 სექტემბერი 2023 11:28
7
უკრსინას შენ და შენმა ,,ხელისუფლებ,,-რა გაუკეთა(?!),და- იმას კი არ უნდა ,,გაუკეთო,, შენი ხელისუფლება უნდა ოყოს ღ ი რ ს ე უ ლ ი და დადგეს ს ა მ ა რ თ ლ ი ს მხარეს- ებრძოლოს მ ტ ე რ ს არა მარტო მის- ჩვენ მტრებს-რუსებს, მოითხოვოს დეოკუპაცია, გაამძლავროს ჯარი,რეალურად შეუერთდეს სანქციებს, მიიღოს მონაწილეობა ჩვეენი მტერის დაუსუსურებაში და ნუ ვეტაგობს,ცბიერობს, გაიძვერობს,ვაჭრობს, თვალთმაწცობს...უღირსად ნუ იქცევა!!!
გლახუნა
26 სექტემბერი 2023 14:55
7
ოე ოეე ვითომ პატრიოტებო სად იყავით აგვისტოს ომის მერე ან თუნდაც ზოგ ზოგიერთი აფხაზეთის ომის შემდეგ?მაშინ არ იყო ღრუსეთი ოკუპანტი?თქვენ ხართ ვითომ პატრიოტები მოდას აყოლილი უსამშობლო მასა.მარაზმია უკვე ეს ყველაფერი.
ეჰჰ
25 სექტემბერი 2023 22:44
20
რამ დაგაბრმავათ დაგაყრუათ ასე?! მას შემდე, რაც ჩვენი ელჩი უსინდისოდ გამოაგდეს უკრაინიდან, კიდევ როგორ იღებთ ხმას? თქვენ უკრაინელების სიყვარულით და რუსების სიძულვილით კი არ აკეთებთ ამას, თქვენი თანამოძმე ქოცები გძულთ და ეს გამოძრავებთ...
გიორგი - 11
25 სექტემბერი 2023 19:39
25
ადრე დავწერე და იქნებ ბევრს არ მოგეწონათ მაგრამ მე სულ მახატია,მე დავწერ სიმართლეს და ვინც უკრაინელ ერს იცნობს ის დამეთანხმება.ვისაც უკრაინელი და უკრაინა მხოლოდ ტელევიზორში გინახიათ და უკრაინის შესახებ ომის მერე გაიგეთ თქვენ ვერ გაიგებთ .
Უკრაინელი და კაცი ისეა როგორც გოჭი და ტურნიკი!!! Შეიძლება მაგარი მებრძოლებიც არიან,მაგარი ფეხბურთელები მაგრამ ვერ მოისვენებს თუ არ გაგყიდა!
jordan beli
25 სექტემბერი 2023 17:00
24
ვინც ამ უკრაინელებს ამართლებთ წადით უკრაინაშიი !!!!!!!!!
თაზო
25 სექტემბერი 2023 16:13
28
ლუკა ბერულავა ნამდვილი ქართველია, მისი მშობლები აფხაზეთიდან დევნილი ქართველები არიან. რთულმა გარემოებებმა განაპირობა მათი ოჯახის რუსეთში ცხოვრება, ბერულავას ძარღვებში მხოლოდ ქართული სისხლია, ნამდვილი კოლხია. მან შესანიშნავად იცის ქართული (მეგრულიც), რუსულიც და ინგლისური ენები. ლუკა საქართველოს მოქალაქეა. მას ნათესავების არმია ჰყავს საქართველოში. ბე­რუ­ლა­ვა პერმ­ში და­ი­ბა­და და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2019 წლი­დან ას­პა­რე­ზობს! მე­ტელ­კი­ნა ვლა­დი­მი­რი­და­ნაა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 2020 წელს შე­უ­ერ­თდა! უკრაინა რუსეთის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, თუ ადამიანი საქართველოს ღირსებას იცავს და გვასახელებს, ეს მისასალმებელი უნდა იყოს! არც ვიოლეტა სეროვაა უკრაინელი და მერე რა!? არ გამოდის მათი სახელით, თუ რამე მეშლება! მაკფადენი სულ აფროამერიკელი და ფლამარიონი კიდევ ბრაზილიელი, მაგრამ ორივე ბევრ ქართველს მიცემენ ფორას ქართველობაში!
მწვრთნელი
25 სექტემბერი 2023 15:47
17
საქართველო ვის ახსოვდა, კლიშე იყო-მე ვარ მოსკოვსკიი გრუზინ!!! თქვენ ქართველობას მე , და ვისაც ღორი ალკოჰოლიკი რუსებუ გიყვართ!! მოიცადეთ, გიჩვენებენ თქვე მონებო !!! ტფუ!!!
geo
25 სექტემბერი 2023 17:36
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული