უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.

ღონისძიების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს.

უკრაინელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავეს, მე-3 პოზიცია კი კანადელებმა ირგუნეს, რომლებსაც ხელის ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული და პაველ სლიუსარენკოს მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

მეტელკინა საქართველოს ღირსებას
2020, ხოლო ბერულავა 2019 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
საქართველოს სახელით რუსები რატომ გამოდიან? ვინმე მეტყვის?
zviadi
08 დეკემბერი 2023 09:41
2
პირდაპირ გასაოცარია,ამავე შეჯიბრებაზე მეორე წყვილის პარტნიორი უკრაინელი წარმოშობის სპორტსმენი საქართველოს სახელით გამოვიდა!!!
კოკო
27 სექტემბერი 2023 20:09
0
ეს არ მგონია ისე სპონტანურად გააკეთა ამ უკრაინულმა წყვილმა, ალბათ როგორც უკარნახეს ისეც მოიქცნენ. ეს არის სპორტული ღონისძიება და თუ მაინცდამაინც არ გსურს მათ გვერდით ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ პროტესტის ნიშნად თავად უნდა ჩამოშორდე ასპარეზობას, მაგრამ ეტყობა ჩემპიონობაზე ფიქრით მოსვენება არ ეძლეოდათ(რასაც ვერ მიაღწიეს კიდეც). თუ ნაკარნახევი არ იყო მართლა, მითხარით მაშინ სეროვა სადაური გვარია, რუსული არ არის? იმ ანდაზის არ იყოს - ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს''. არადა ამ წყვილებს შორის შეიძლება ისეთი მეგობრული დამოკიდებულებაც იყოს, ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია. უბრალოდ საჯაროდ ვერ გაბედეს იმის გაკეთება, რაც აუკრძალეს, ეტყობა.
1
27 სექტემბერი 2023 05:42
0
ამ წკუასუსტებს რას ვერჩით,რომლებსაც მოსწონთ და ყველა ბრუნვაში ლანძღავენ მათ, თავისივე თანამემამულეებს,რომლებსაც შეურაცმყოფად მიაჩნიათ ამ ორი რუსის ქართული პასპორტით ასპარეზობა.სადაც პასპორტი მხოლოდ საშუალებაა უკრაინის ომის ფონზე საერთაშორისო არენაზე გამოსვლისა.თორემ ისინი ისევ იქ,რუსეთში ცხოვრობენ,ვარჯიშობენ და დედა რუსეთის შვილები არიან.აქ მთავარი იმ ნამუსგარეცხილი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობაა,რომლებმაც მოამზადეს და მიიღეს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება,რომ რუსებმა ქართული ფედერაციების ხარჯზე,ქართულ პასპორტებს ამოფარებულებმა სანქციებს გვერდი აუარონ და მონაწილეობა მიიღონ მათვის აკრძალულ შეჯიბრებებში. კარგი დაიკავეს პირველი ადგილი რუსმა მოციგურეებმა საქათველოს სახელით, გამოფინეს ეროვნული დროშა სასურათედ და დაბრუნდნენ პერმშიიი მერე და.......საქართველოს რაა?? ამით საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარდება თუ ვინმე რუსი ანასტასია მეტელკინა თუ მუ....კინა ეროვნულ დროშას ერთ ადგილზე მოიხვევს ამით საქართველოს იმიჯი და ცნობადობა გაიზრდება მსოფლიოში....პირიქით,მაგარი გოიმობაა.....
შულაია
26 სექტემბერი 2023 15:37
10
ამერიკის სახელით რომ ასპარეზობდეს, რუსი მაინც რუსია, და ნორმალურმა ადამიანმა რუსს ხელი არ უნდა ჩამოართვას.
ქ. გ.
26 სექტემბერი 2023 12:16
17
ყველა მოციგურავე ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობს საწვრთნელი შეკრებიდან და საბავშვო შეჯიბრებიდან. ამ ორ ტიპს ფიგურული სრიალის სამყაროში იცნობენ როგორც რუსეთის წარმომადგენლებს.
ქ. გ.
26 სექტემბერი 2023 12:12
5
რა თქმა უნდა არ ჩამოართმენდნენ, თავმოყვარეობა აქვთ, ჩვენ კი შევეგუეთ რუსების ქართული დროშით გამოსვლას
რრრ
26 სექტემბერი 2023 09:53
13
მეცოდება ის ერი, რომელსაც სხვა შინაგანი სიბრძნე, შინაგანი რეზერვი არ აღმოაჩნდა და პრეზიდენტად აირჩია კომედიანტი უცხოტმელი, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით!
aburjga
26 სექტემბერი 2023 09:22
8
რატომ არ ჩამოართვეს ხელი , ეს ცხადია, არა იმიტომ რომ ეს ქართველი წყვილია. არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე რუსებად ჩათვალეს.
არტ
26 სექტემბერი 2023 06:46
8
რაუნდათ ამ უკრაინიას მეტი რა გაუკეთოთ . ეს უმადური ხალხი.
Otto
26 სექტემბერი 2023 05:23
14
უკრსინას შენ და შენმა ,,ხელისუფლებ,,-რა გაუკეთა(?!),და- იმას კი არ უნდა ,,გაუკეთო,, შენი ხელისუფლება უნდა ოყოს ღ ი რ ს ე უ ლ ი და დადგეს ს ა მ ა რ თ ლ ი ს მხარეს- ებრძოლოს მ ტ ე რ ს არა მარტო მის- ჩვენ მტრებს-რუსებს, მოითხოვოს დეოკუპაცია, გაამძლავროს ჯარი,რეალურად შეუერთდეს სანქციებს, მიიღოს მონაწილეობა ჩვეენი მტერის დაუსუსურებაში და ნუ ვეტაგობს,ცბიერობს, გაიძვერობს,ვაჭრობს, თვალთმაწცობს...უღირსად ნუ იქცევა!!!
გლახუნა
26 სექტემბერი 2023 14:55
7
რუსეთში მოღვაწეობენ.მხოლოდ კაცია გვარით ქართველი.
ზაზა
26 სექტემბერი 2023 11:28
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული