უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.

ღონისძიების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს.

უკრაინელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავეს, მე-3 პოზიცია კი კანადელებმა ირგუნეს, რომლებსაც ხელის ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული და პაველ სლიუსარენკოს მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

მეტელკინა საქართველოს ღირსებას
2020, ხოლო ბერულავა 2019 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
პუტინსაც მიეცით ქართული პასპორტი, რომ სანქციებს აარიდოს თავი.
ქ. გ.
25 სექტემბერი 2023 15:10
37
როცა "ურა პატრიოტობ" მაშინ რუსეთის გაზიც და სინათლე გამოირთე სახლში, იმისა არ იყოს ვითომ ხოშტარია ებრძვის რუსეთს და ამ დროს რუსულ რუბლებს კარგად იღებს და ითვლის? აი ეს "ორმაგი სტანდარტები" ხართ ყველა, ვინც აქ იბრიქებით და მარაჟიარობთ რა? ერთი უსუსური და საცოდავი ტიპშები ხართ!
ქ.გ-ს
25 სექტემბერი 2023 16:56
22
პუტინისტვის არც ევროკავშირს და არც ამერიკას პერსონალური სანქცია არ დაუწესებია ეს ისე ცნობისთვის
ნოდო
25 სექტემბერი 2023 15:35
9
პაკაზუხობა ქვია ამას, გულისამრევი მარაზმი. თუ მერე არ იყო ახსნილი რატომ გააკეთეს ეს, ან რამე პირადი ხომ არ ჰქონიათ მათთან, მაშინ ესაა არაკაცობა და უზრდელობა და მეტი არაფერი. როდესაც გინდა აჩვენო შენი პროტესტი რამისადმი ერთია და მეორეა პირადი უზრდელობა ორ კონკრეტულ ადამიანთან, სპორტსმენთან, რომლებიც მოდიან მოსალოცად. არაფერს აღარ ვამბობ საქართველო სახელით მოასპარეზე წყვილზე. ბევრად უფრო დაიმცირეს თავი იმ მეორე ადგილზე. კარგია თუ მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. ამ ხალხს კი მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით 1 ადგილი აიღეს და ჰიმნი და დროშა ფრიალებს
საქმეც მაგაშია
26 სექტემბერი 2023 00:52
11
სწორადაც მოიქცნენ, ძაან კარგად იციან ვისი სატელიტია დღეს საქართველოს მთავრობა
ვაი ჩვენს პატრონს
25 სექტემბერი 2023 17:26
39
ამ შემთხვევაში ვერ გავამართლებ უკრაინელ სპორტსმენებს. რამდენი უკრაინული გვარით ცხოვრობს რუსეთში და რუსობს, ასევე რუსული გვარით უკრაინაში და უკრაინელობს. აქ მთავარია რა პოზიცია გიკავია, ხარ თუ არა ცივილიზაციის მომხრე თუ რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნა გირჩევნია. ასე რომ ვინ სად დაიბადა და რა ეროვნებისაა ამას არა აქვს მნიშვნელობა.
დავით 67
25 სექტემბერი 2023 16:39
26
სირცხვილია უკვე. სპორცმენებმაც გაუბერეს რა. ხალხს რაც ვერჩით თორემ ასეთები გინდა პოლიტიკოსები და გინდა სპორცმენები უნდა ჩამოკიდო ერთი ადგილით. ტფუი რაა
zura
25 სექტემბერი 2023 20:05
19
ჩემო პოლიტიკურად გაუნათლებელო თანამემამულენო!
გაესაუბრეთ ნებისმიერ რუსს ცხინვალის, სოხუმის ან ყირიმის შესახებ, და თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველა რუსი არის საკუთარი რეჟიმის სამხედრო დანაშაულებათა მორალური სპონსორი.
ქ. გ.
26 სექტემბერი 2023 03:57
18
და თქვენ ხართ პოლიტიკურად განათლებული?! რა შუაშია რუსები, ცხინვალი და სოხუმი? რა სისულელეა?! ეს ხალხი საქართველოს სახელით გამოდის, მითუმეტეს, რომ ბერულავა ეთნიკურად მაინც ქართველია! სირცხვილია უკრაინის ასეთი გაღმერთება და საკუთარი ქვეყნის ფეხებზე დაკიდება!
!!!
26 სექტემბერი 2023 08:59
10
ჩემო განათლებულო ჩვენ ქართველები რა შუაში ვართ?
ზურა
26 სექტემბერი 2023 10:43
5
დაუკრეფავში ნუ გადადიხართ რა, ეს უკვე ქაჯობაა და სხვა არაფერი, ორივე ხელ-ფეხით უკრაინის მომხრე ვარ ამ ომში იმიტომ, რომ იქ წყდება ახლა საქართველოს და არა მარტო საქართველოს ბედი, მაგრამ რუსეთში საკმაოდაა საღად მოაზროვნე ხალხი, რომლებიც ვერ იტანენ პუტინს და მის რეჟიმს, თუმცა უმცირესობაში არიან. ასე იყო თავის დროზე გერმანიაში და იქაც ზომბირებული იყო მთელი ერი. საქართველოს სახელით გამოდის სპორტსმენი, ეს უკვე მრავლისმეტყველი ფაქტია, ხელის არჩამორთმევა ასეთ დროს საქართველოზე ხელის არჩამორთმევაა, რაც უნდა ესმოდეთ უკრაინელ სპორტსმენებს. თუმცა რუსებმა ისეთი ჩაიდინეს ბუჩაში და ბევრ ქალაქებში, რომ არაა გამორიცხული, ცოტათი უკრაინელებსაც ჰქონდეთ გონება დაბინდული და ნებისმიერი რუსის დანახვაზე გული ერეოდეთ.
ბადრი
25 სექტემბერი 2023 17:06
29
ქართველი კაც-ქოცები უკვე წყევლაზე გადახვედით?
მიშა
25 სექტემბერი 2023 17:57
48
მიშას ფსევდონიმით, რო შემოდიხარ წყევლაზე მეტი არაა?!
ნაც მიშას
25 სექტემბერი 2023 19:24
11
ამერიკის სახელით რომ ასპარეზობდეს, რუსი მაინც რუსია, და ნორმალურმა ადამიანმა რუსს ხელი არ უნდა ჩამოართვას.
ქ. გ.
26 სექტემბერი 2023 12:16
17
მეცოდება ის ერი, რომელსაც სხვა შინაგანი სიბრძნე, შინაგანი რეზერვი არ აღმოაჩნდა და პრეზიდენტად აირჩია კომედიანტი უცხოტმელი, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით!
aburjga
26 სექტემბერი 2023 09:22
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული