მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა

AutoSharing Option
ტაიბეიში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა.

ისინი მოკლე პროგრამის შედეგად დაწინაურდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მათ დიდი უპირატესობით აჯობეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ამერიკულ წყვილებს.

მოკლე პროგრამებით იასპარეზეს ვაჟებმა. კონსტანტინე სუპატაშვილმა 32 ქვეყნის 41 სპორტსმენს შორის 63,99 ქულით ( მე-19 პოზიცია) მოიპოვა და 24 მოციგურავეს შორის თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება. სუპატაშვილი თავისუფალი პროგრამით 2 მარტს გამოვა.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა ინგა გურგენიძე, რომელიც თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაგარი მიღწევაა, იქნებ ოლიმპიადაზეც იგივე გაიმეოროთ ლამაზებო.
29 თებერვალი 2024 18:37
1
რა სიამაყეა არა? ყველაზე მაღლა მიფრიალებს ქართული დროშა და მის ქვემოთ იქით-აქეთ ამერიკის დროშა. გაიხარეთ ჩვენი გახარებისათვის.
ჟორა გაბრიჭიძე
29 თებერვალი 2024 19:50
0
მეორე მესამე ადგილებზე,ამერიკელები გავიდნენ და სიხარულით გაბადრულები იყვნენ.ჩვენ ლუკას კი,ერთი არ გაუღიმია.თითქოს გაბრაზებულია და არც უხარიაო.გასაგებია,რომ ისე ვერ გამოვიდნენ როგორც სურდათ,შეცდომები დაუშვეს,მაგრამ სხვებსაც ეშლებოდათ და უპირატესობა საკმაოდაც გაზარდეს.
სოსო
01 მარტი 2024 01:32
2
საქართველოსაც ასახელებენ და ამ სახეობის განვითარებას ბიძგს მისცემენ! საშვილიშვილო საქმეა !
ეს პლეერი მოაშორეთ!
29 თებერვალი 2024 20:17
1
უკვე ზამთრის სახეობებსაც ვიპყრობთ გილოცავთ ძაან მაგარი შედეგია ეგ ერთი და სხვა მრავალი.. წინ წინ ქართველები მოდიან!!
კახა
29 თებერვალი 2024 22:56
2
ბრავო!
სოსო
29 თებერვალი 2024 22:52
1
საციგურაო არ გვაქვს და რა დღეში არიან ეს გახარებულები და საციგურაო რომ აუშენო, ხომ დაგლეჯენ რუსებსაც.
ჟორა
29 თებერვალი 2024 19:47
1
მალე პუტინა და კაბაევას დუეტიც იასპარეზებს საქართველოს სახელით. მერე რუსეთის ცრუ ოპოზიციონერებსაც მოვიწვევთ, რომლებიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებათა თანმონაწილენი არიან.
ქ. გ.
01 მარტი 2024 04:15
6
მოსალოცია პერმელი მოციგურავეების წარმატება საქართველოსთვის!!! მაგრამ კაზანელმა გურგენიძემ 12 ადგილით ვერ გაგვახარა,ასევე სანტ-პეტერბულგელ სუპატაშვილის 20 ადგილიც ისე რა, ხოლო მოცეკვავეთა წყვილის მოსკოველი ალიევასა და უკრაინელი ბარშაკის ფინალის გარეშე დარჩენა სამარცხვინოა !!!
კოკო
02 მარტი 2024 20:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული