ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავეს

AutoSharing Option
კანადის ქალაქ მონრეალში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში. 24 სპორტულ წყვილს შორის, მათ პირველ ერთობლივ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ნაკრების სპორტულმა წყვილმა,  ანასტასია მეტელკინამ  და ლუკა ბერულავამ, 189,30 ქულით ორი პროგრამის ჯამში მე- 7 ადგილი დაიკავა.

ჩვენმა წყვილმა საკმაოდ სერიოზული კონკურენცია გაუწია მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულ სპორტსმენებს და სწორედ ამიტომ,   ტურნირის ბოლომდე  ითვლებოდნენ ისინი საპრიზო ადგილების პრეტენდენტებს შორის. საკმაოდ რთული და დაძაბული სეზონი ჰქონდათ ანასტასიას  და ლუკას და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ მათი სადებიუტო სპორტული სეზონი წარმატებით დასრულდა.

2023-2024 სპორტულ
სეზონზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდნენ იუნიორებს შორის გრან-პრის ფინალის გამარჯვებული წყვილი , ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები და მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში ღირსეულად დაიკავეს მე-7 პოზიცია.

მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები,  შესაბამისად,   კანადელი, იაპონელი და გერმანელი სპორტული წყვილები გახდნენ. სპორტული წყვილების ასპარეზობაზე, ორივე პროგრამაში, მსაჯთა შემადგენლობაში მუშაობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

წარმატებას და მაღალ სპორტულ შედეგებს ვუსურვებთ ჩვენს წყვილს მომავალ სეზონზე.

წყარო: Georgian Figure Skating Federation
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდებული დებიუტი ჰქონდათ ამ შესანიშნავ წყვილს წელს. იმედია ოლიმპიადამდე კიდევ გაძლიერდებიან და იქნებ პირველი მედალიც მოუტანონ საქართვეოს.
ჟორა გაბრიჭიძე
22 მარტი 2024 21:16
1
ნიკა ეგაძის სავალდებულო პროგრამით გამოსვლას ვუყურე,ვაჟთა ერთეულებში და მგონი მსაჯებმა ქულები დააკლეს.პირველმა სამეულმა საგრძნობლად აჯობა დანარჩენებს,მაგრამ ნიკა ორ ქულაზე ნაკლებით ჩამორჩა მეოთხე ადგილს და ისე კარგად ისრიალა,მსაჯებს რომ არ ეწუწკათ,თავისუფლად შეეძლო მეოთხე ადგილზე გასვლა.
სოსო
22 მარტი 2024 21:04
2
გაგვაგებინეთ ბოლოს როგორი შედეგებით დაასრულეს ჩვენმა მოციგურავეებმა ეს ჩემპიონატი!!!
კოკო
25 მარტი 2024 16:41
0

სიახლეები პოპულარული