ჩვენმა წყვილმა საკმაოდ სერიოზული კონკურენცია გაუწია მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულ სპორტსმენებს და სწორედ ამიტომ, ტურნირის ბოლომდე ითვლებოდნენ ისინი საპრიზო ადგილების პრეტენდენტებს შორის. საკმაოდ რთული და დაძაბული სეზონი ჰქონდათ ანასტასიას და ლუკას და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ მათი სადებიუტო სპორტული სეზონი წარმატებით დასრულდა.
2023-2024 სპორტულ
მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, შესაბამისად, კანადელი, იაპონელი და გერმანელი სპორტული წყვილები გახდნენ. სპორტული წყვილების ასპარეზობაზე, ორივე პროგრამაში, მსაჯთა შემადგენლობაში მუშაობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.
წარმატებას და მაღალ სპორტულ შედეგებს ვუსურვებთ ჩვენს წყვილს მომავალ სეზონზე.
წყარო: Georgian Figure Skating Federation