ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი სპორტულ წყვილებში.

მონაწილე 20 სპორტულ წყვილს შორის 1-ლი ადგილი და ოქროს მედლები 191.01 ქულით დაიმსახურა ჩვენი ნაკრების წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ.

ანასტასია და ლუკა ზედიზედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ იუნიორთა შორის, ხოლო ლუკა ბერულავამ კი ეს ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. იგი კარინა საფინასთან ერთად 2022 წელს ამ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ვულოცავთ ჩვენ წყვილს მორიგ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული
შტატების ქალაქ ბოსტონში გაიმართება.

წყარო: Georgian Figure Skating Federation

altქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი ჩემპიონობა ყველა სპორტის სახეობაში უდიდესი მიღწევაა, მაგრამ ზამთრის სახეობებში იქ სადაც არც ტრადიცია გვაქვს და რამდენიმე სპორტსმენი ვარჯიშობს უდიდეს მიღწევაა. გილოცავთ და მადლობა იმისათვის რომ აჩველეთ ქართული გენის და ნიჭის უკიდეგანობა.
ჟორა გაბრიჭიძე
10:56 02-03-2025
6
პერმში ცხოვრობენ, პერმში ვარჯიშობენ, რუსი მწვრთნელები ჰყავთ.
ზეიმობს პერმი! Урааа!
უფროსი ნაჩალნიკი
01:44 02-03-2025
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული