საქართველოს ქალთა ნაკრებმა დანიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ მეხუთე ტაიმში დამარცხდა (2:3).
მამაკაცთა ნაკრებმა კი ნორვეგიასთან უშანსოდ დათმო, მათ სამიდან სამი სეტი წააგეს (10:25, 18:25, 18:25).
ქალთა ნაკრები ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს და ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს, ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.
რაც შეეხება მამაკაცთა ნაკრებს, ის 0 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს, თან ისე, რომ 5 შეხვედრაში ერთი სეტიც არ მოუგია.
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს