2021 წლის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა U16 ნაკრებმა სომხეთის გუნდს უშანსოდ მოუგო: 3:0 (25:13; 25:11; 25:9).
პირველ ტურში უკრაინის ძლიერ გუნდთან მარცხის შემდეგ ეს ქართველი ახალგაზრდების მიერ ტურნირზე მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო.
ხვალ ქართველი ბიჭები ბელარუსს შეხვდებიან, ზეგ კი - ესტონეთის ნაკრებს.
მოგეხსენებათ, შეჯიბრება თბილისში, დიღომში მდებარე ვ. კაჭარავას სახელობის "ფრენბურთის არენაზე" იმართება და ტურნირი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც გახლავთ.