თალიბებმა ავღანეთის ფრენბურთის ქალთა ნაკრების წევრი მაჰაჯაბიდ ჰაკიმი სიკვდილით დასაჯეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამბის მთხრობელმა საშინელი ფაქტის მოთხრობისთვის ანონიმურობის დაცვა მოითხოვა.
როგორც წყაროს ავტორი ამბობს, გოგონა ოქტომბრის დასაწყისში სიკვდილით დასაჯეს, ერთ-ერთი მიზეზი კი თალიბების ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ ქვეყნიდან სპორტსმენების მასობრივი გადინება გახლდათ. ამ დრომდე მოკლული ჰაკიმის ოჯახის წევრები და ახლობლები დუმდნენ, რადგან ისინიც საფრთხის ქვეშ იყვნენ.
როგორც Independent-ი წერს, ავღანელი ფრენბურთელებიდან საზღვრების გადაკვეთა მხოლოდ ორმა მათგანმა მოახერხა, დანარჩენი კი ცხოვრებას შიშსა და დამალვაში აგრძელებს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით