რუსმა ფრენბურთელმა სერგეი გრანკინმა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული "ბერლინის" შემადგენლობაში თამაშობდა, გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრა:
"პირველი კვირა, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, რთული იყო. ყველანი ამბობდნენ, რომ რუსეთი აგრესორია. შემდეგ დახურეს თემა და მეც გადავწყვიტე, რომ იქ სეზონის ბოლომდე დავრჩენილიყავი.
არასდროს მრცხვენია ჩემი ეროვნების, არასდროს. არც არასდროს მიფიქრია მოქალაქეობის შეცვლა, მიყვარს რუსეთი. მართალია, გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა არჩევანის შემთხვევაში ჩემს ქვეყანაში დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი და დავბრუნდი კიდეც", - განაცხადა გრანკინმა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით