ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე "ჩემპიონთა ლიგის'' ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეა. გამოკითხვა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა.
ანას გარდა, საუკეთესოს ტიტულისთვის იზაბელ ჰააკი, ჯორდან ტომპსონი და ვიტა აკიმოვა იბრძოდნენ. ქართველმა ფრენბურთელმა ხმების 41.3% მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ანა კალანდაძე პოლონური "დოლინა ჟეშუვის'' რიგებში ასპარეზობს.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
გილოცავ ანა, წარმატებები როგორც პირადი ისე გუნდური!
მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს ფრენბურთის ნაკრები გვყავს საერთოდ? დიღომში, ოლიმპიურ სოფელში ფრენბურთის დარბაზი კალათბურთის ფედერაცია გადასცეს...