"პიტსბურგი" თეთრ სახლში მიდის

AutoSharing Option
სტენლის თასის მფლობელმა "პიტსბურგ პინგვინზმა" თავის ოფიციალურ ვებგვერზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ წელს გუნდი თეთრ სახლში ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უარს ამბობს NBA-ის ჩემპიონისთვის "გოლდენ სტეიტისთვის" თეთრ სახლში საჩემპიონო ვახშმის მოწყობაზე.

"პიტსბურგი" პატივს სცემს ძველ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ჩემპიონი გუნდები თეთრ სახლს სტუმრობენ. ამიტომაც, ჩვენ წელსაც მივიღებთ პრეზიდენტის მიპატიჟებას.

პრეზიდენტის პოლიტიკაზე რეაქცია შეიძლება სხვა ხერხებით იქნას გამოხატული. თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ადამიანების უფლებებებს - გამოხატონ თავიანთი აზრი ისე, როგორც
ეს საჭიროდ მიაჩნიათ", - წერია კლუბის მიმართვაში.

* * *
ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს ამერიკული ფეხბურთის ლიგისა და მისი მოთამაშეების კრიტიკას იმის გამო, რომ ზოგიერთი მათგანი ფეხზე არ დგება ქვეყნის ჰიმნის დროს. მოთამაშეები ამ გზით აპროტესტებენ ზოგიერთ შტატში შავკანიანების მიმართ პოლიციის მოპყრობას.

"თუ NFL-ის გულშემატკივრები უარს იტყვიან თამაშების დასწრებაზე და ამ გზით გააპროტესტებენ მოთამაშეების დამოკიდებულებას ჩვენი დროშისა და ქვეყნის მიმართ, ნახავთ, რა სწრაფად შეიცვლება ყველაფერი", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ტრამპმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული