მსოფლიოს ჩემპიონატი. III დივიზიონი: საქართველოს ნაკრებმა ჰონგ-კონგიც არ დაინდო

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა თურქეთისა და ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ჰონგ-კონგი გააბითურა (11:1).

ჩვენი გუნდიდან 5 შაიბა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა გაიტანა, 4 ოლივერ ობოლგოგიანმა, თითო-თითო ივან შვეცოვმა და მიხაილ შალუნოვმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არტიომ კურბატოვი დაასახელეს.

საქართველოს ნაკრები 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ხვალ მასპინძელთა გუნდს, სამხრეთ აფრიკას ხვდება.

ჯგუფში გამარჯვებული ავტომატურად გადადის მე-2 დივიზიონში და საქართველოს ნაკრებს ამის რეალური შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები , მიხარია ძაან ჩვენტან ხოკეის არსებობა
ლაშა19
02:07 20-04-2018
1
საქართველოს ჰოკეის ნაკრების წარმატება გასაკვირია, იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანას არ გააჩნია ჰოკეის განვითარების არანაირი პირობები. არ გააჩნია ყინულის დარბაზების ინფრასტრუქტურა, ჰოკეის რეგულარული ჩემპიონატი თუნდაც სამოყვარულო დონეზე, არ გააჩნია გულშემატკივრები, არ გააჩნია დაფინანსება, არ გააჩნია ბავშვთა ჰოკეის წრეები. ეს ბიჭები საკუთარი ენთუზიაზმის, ბრძოლისუნარიანობის, ჟინის და მიზანმიმართულების ხარჯზე ახერხებენ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენას მსოფლიოში! რასაც ჩვენი ჰოკეისტები აკეთებენ არის დიდი მიღწევა და იმსახურებს დიდ დაფასებას!
ლუკა
12:37 20-04-2018
0

სიახლეები პოპულარული